კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

კონკურსი სკოლის მოსწავლეთათვის

„დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE), „ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან“ (NDI) ერთად და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს რეგიონული სკოლების უფროსკლასელებისთვის სახელწოდებით „შენი ხმა თანასწორობისთვის“. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს ან მის რომელიმე წევრს უნდა გაუგზავნონ წერილი, რომლითაც საბჭოს/მის კონკრეტულ წევრს გაუზიარებენ თავიანთ შეხედულებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საბჭომ ან/და ზოგადად, საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში გენდერული თანასწორობის გასამტკიცებლად. წერილში შეიძლება განხილული იყოს:· გენდერული საბჭოს პრიორიტეტებთან დაკავშირებული საკითხები — მაგ. რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს გენდერულმა საბჭომ ყურადღება პირველ რიგში და რატომ· გენდერული საბჭოს საქმიანობის ფორმებთან დაკავშირებული საკითხები — მაგ. რა მიდგომები უნდა გამოიყენოს გენდერულმა საბჭომ მოქალაქეებთან უკეთესად კომუნიკაციისთვის, დასახული მიზნების უკეთესად მიღწევისთვის და ა.შ.· გენდერული საბჭოს ცალკეულ პრიორიტეტულ სფეროებთანდაკავშირებული საკითხები — მაგ. რისი გაკეთება შეუძლია საბჭოს ქალთა და გოგონათა გაძლიერებისთვის, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისთვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრისთვის და ა.შ. წერილი ასევე შეიძლება შეიცავდეს მოსაზრებებსა და წინადადებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გახდიდა საბჭოს საქმიანობას უფრო საინტერესოს წერილის ავტორი უფროსკლასელისთვის. ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ IX-XII კლასის მოსწავლეებს, რომლებიც სწავლობენ რეგიონებში. წერილის შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

  • კონკურსის თემასთან/მიზანთან შესაბამისობა
  • საინტერესო იდეა/მოსაზრება
  • კრეატიულობა და ინოვაციურობა

წერილის ტექნიკური მოთხოვნები: სამუშაო ენა: ქართული; დოკუმენტის ტიპი: MS Word; ფონტი: Sylfaen; შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1.15; მოცულობა: მაქსიმუმ 200 სიტყვა. წერილში მითითებული უნდა იყოს ავტორის სახელი, გვარი, მისამართი, ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი და სკოლის დასახელება/ნომერი. მნიშვნელოვანი პირობები:- ერთ მონაწილეს შეუძლია გამოგზავნოს მხოლოდ ერთი წერილი- დაგვიანებით მიღებული წერილები არ განიხილება- წერილის ადრესატი უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო ან მისი რომელიმე წევრი პერსონალურად- წერილი უნდა გამოიგზავნოს ელ. მისამართზე: info@ncce.ge – სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს: #შენიხმათანასწორობისთვის წერილების გამოგზავნის ბოლო ვადა: 29 მარტი, 2019 წ.მიღებული წერილების პარლამენტისთვის გადაცემას უზრუნველყოფს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი“ (NCCE).კონკურსის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თანამონაწილეობით, გამოვლინდება ათი საუკეთესო წერილის ავტორი. გამარჯვებულებისთვის მოეწყობა სპეციალური სასწავლო ტური თბილისში, სადაც საქართველოს პარლამენტის და კონკრეტულად, გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გაცნობის პარალელურად, გამარჯვებულებისთვის დაიგეგმება სპეციალური შემეცნებითი ღონისძიებები.საუკეთესო წერილები განთავსდება „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ (NCCE) ვებგვერდზე და გავრცელდება სოციალურ მედიაში. კონკურსში მონაწილეობის მიღებით მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 591 41 45 25 (ნათია სირდაძე, პროგრამის მრჩეველი).ორგანიზაცია იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს გამარჯვებული/ები, თუ მიღებული წერილები არ დააკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს.საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო პარლამენტის მუდმივმოქმედი ორგანოა, რომელიც ხელს უწყობს გენდერულ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრას. საბჭოს ფუნქციებში შედის გენდერული პოლიტიკის წარმოება და კანონმდებლობის გაუმჯობესება, ცნობიერების ამაღლება გენდერულ თანასწორობაზე, და გენდერული პოლიტიკის განხორციელების მონიტორინგი. საბჭო მუშაობს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური ჩართულობა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა და სხვ. საბჭო აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან, საერთაშორისო და ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამჟამად გენდერული თანასწორობის საბჭოს შემადგენლობაში 17 წევრია. საბჭოს ხელმძღვანელობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი. დამატებითი ინფორმაცია საბჭოს საქმიანობის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

[1]http://www.parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/genderuli-tanasworobis-sabcho