Мероприятие по гражданскому образованию в Эштинской школе №1

Мероприятие по гражданскому образованию в Эштинской школе №1

Эштинской школе №1 прошло мероприятие по гражданскому образованию.

Программа реализуется организацией PH International,при финансировании агентства США по международному развитию (USAID).


პროგრამის შუალედური ღონისძიება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი სკოლებისათვის
28 დეკემბერს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლაში, გაიმართა სამოქალაქო განათლების პროგრამის შუალედური ღონისძიება.

იმ სკოლებს, რომლებიც ახალციხეში გარემო კლიმატური პრობლემების გამო ვერ დაესწვრნენ შუალედური ანგარიშის შეხვედრაზე, პარტნიორმა ორგანიზაციამ ნინოწმინდის მუნიციპლაიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის დარბაზში წარმოადგინა პროგრამის ანგარიში. მოსწავლეებმა შეაფასეს პროგრამის ფარგლებში ჩატარებული საკლასო ღონისძიებები, მცირე გრანტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობები, საკლასო დამოუკიდებელი პროექტები და ინიციატივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის 12 პარტნიორი საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები. 24 წარმომადგენელი. ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორ საჯარო სკოლის მოსწავლეებს პრეზენტაციის სახით მე-2 საანგარიშო პერიოდში ჩატარებული საქმიანობის ანგარიში წარმოდგენათ.

ღონისძიების დასასრულს პროგრამის მონაწილე სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა 2016 წლის სამოქმედო გეგმის გარშემო ისაუბრეს. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენლებმა სკოლებს ერთხელ კიდევ შეახსენეს პროგრამის მიზნები, რომ თითოეული პატრნიორი სკოლის ჩართულობა და აქტიურობა მნიშვნელოვანია. იმსჯელეს სკოლების, პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის პროგრამის ფარგლებში არსებულ რესურსებზე და შესაძლებლობებზე.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5 სკოლის პრეზენტაცია (ახალციხის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „მზექას“, ბორჯომის კერძო სკოლის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტურცხის, ნინოწმინდის სოფელ ეშტიის N1 და ეშტიის N2, ) , რომელსაც ესწრებოდნენ 8 საკარო სკოლის (ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიას, სოფელ გომანის, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა კონდურა, სოფელ ჯიგრაშენის, სოფელი პატარა ხანჩალის და სოფელ ოროჯალარის ) დაესწვრნენ. img src=»https://c2.staticflickr.com/6/5629/23743584980_71bff878db_z.jpg» alt=»» />
ღონისძიება ჩატარდა სამოქალაქო განათლებისა პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში, პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International , ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.