ახალქალაქში სამოქალაქო კლუბების მონაწილეობით კონფერენცია

17.11.2016 • Ararat Tttyan • 3107

НовостиФото

2016 წლის 16 ნოემბერს ქალაქ ახალქალაქში სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი ქართული და არაქართული (სომხურენოვანი) სკოლის სამოქალაქო კლუბების (10 სკოლის) მონაწილეობით ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს კონფერენცია თემაზე: „მე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრი“ ჩატარდა.

კონფერენცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძემ გახსნა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცა და მოკლედ ისაუბრა სამოქალაქო განათლების პროგრამაზე „მომავლის თაობა“, ასევე პროგრამის შესაძლებლობებზე და ხეშეწყობაზე ისაუბრა, რაც აძლიერებს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხს.

ქართული და არაქართული საჯარო სკოლებიდან (სომხურენოვან) სამოქალაქო კლუბის წევრებმა წარმოადგენეს ქართულ ენაზე თემები (სულ 15): „მე როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრი“.

მი შემდეგ, მოწვეულმა სტუმრებმა Ph International რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯერმა თამარ ფრუიძემ, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ნადირაძემ, ახალქალაქის გამგეობის კულტურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა ოლგა მელიქიძემ, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომავლის სახლის მენეჯერმა სათენიკ მათესიანმა და ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მენეჯერმა ტერეზა ჩივჩიანმა და მთავარმა სპეციალისტმა — ეკატერინა გაჩეჩილაძემ შეაფასეს მოსწავლეთა საკონფერენციო თემები.


გამოირჩა საუკეთესო თემის ავტორები: ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი გურკელის საჯარო სკოლიდან ლანა მარტინენკო, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ვარევანის საჯარო სკოლიდან ელენა ღარაიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი ხანდოს საჯარო სკოლიდან ნადეჟნა მანასიანი.

მათი თემები, სამომავლოდ, განთავსდება პროგრამის ფარგლებში შექმნილ ბიულეტენში. ასევე მონაწილეობისათვის დანარჩენ 12 მონაწილე გადაეცათ სერთიფიკატები.

„საკონკურსო თემაში წარმოდგენილი მქონდა საკუთარი მოსაზრება, როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრი რას შეცვლიდი ან, რა იქნებოდა უკეთესი საკუთარი თემისთვის.

ზოგადად ქვეყანაში არსებული სამოქალაქო საზოგადოების შესახებ; ჩემი, როგორც სამოქალაქო კლუბის წევრის გარემოში ზნეობრივად მოქმედების უნარი; ვისაუბრე საკუთარი თემის მაგალითების საფუძველზე ჩემი შეხედულებები ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.

ასევე, ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და რამდენად სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა.“ -სთქვა ახალქალაქის სოფელი ვარევანის სომხურენოვანი სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრმა ელენა ღარაიან.

ღონისძიება ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მომავლის სახლის დარბაზში ჩატარდა, რომელმაც უსასყიდლოდ დაუთმო საკონფერენციო დარბაზი. ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა ქართული და სომხური ტრადიციული ცეკვები შესარულეს.

კონფერენციაზე მოწვეული სტუმრები: ახალციხისა და ახალქალაქსი ქართული და არაქართული (სომხურენოვანი) სკოლის წარმომადგენლები, სამცხე-ჯავახეთის სამოქალაქო განათლების პედაგოგთა რეგიონალური საბჭოს თავმჯდომარე, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს ცენტრი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი მედია.

კონფერენცია ტარდება სამოქალაქო განათლებისა პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში , პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International , ფინანსდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ.

ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ