ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში ინტეგრაციული ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“

ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში   ინტეგრაციული  ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“

2017 წ 13 აპრილს ქ.ახალქალაქის სოფელი ვაჩიანში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ იხტილას, მერენიისა და ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის სამოქალაქო კლუბის წევრების მონაწილეობით ინტეგრაციული ფესტივალი „მრავალკულტურული საქართველო“ ჩატარდა.

ფესტივალი სამოქალაქო განათლების პროგრამის„მომავლის თაობა“ სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი ორგანიზაციის დირექტორმა მარინე სუდაძე მიესალმა ფორუმის მონაწილე სკოლებს და მოწვეულ სტუმრებს მოკლედ გააცნო დღის წესრიგი. ინტეგრაციის ჯგუფის ფასილიტატორმა ვაჩიანის სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა არევიკ გაბრიელიანმა მადლიერება გამოხატა პროგრამის მიმართ, რამაც საშუალება მისცა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებაში.

მოსწავლეებმა სლაიდის სახით წარმოდგინეს ოჯახებში ტრადიციული კერძები. უხუცესი ადმიანებისაგან თემში მოიძიეს ისტორიები ძველი და ახალი, ქართულ-სომხური ქორწილების შესახებ და ვიდეო კოლაჟები წარმოუდგინეს ფესტივალზე. ზველის საჯარო სკოლამ აჩვენა ვიდეო კოლაჟი მესხური უძველესი თამაში „ლახტაობა“, რომელიც დღემდე შემორჩენილია სოფლის ქორწილებში.

პროექტის ფარგლებში ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სომხურენოვან სოფელ ვაჩიანის, იხტილა, მერენისა და ქართულენოვან ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ზველის საჯარო სკოლების მონაწილეობით გაკეთდა ფოტოგამოფენა თემაზე: „რა არის ტოლერანტობა“ პროექტში ჩართულ სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული ადათ-წესებთან დაკავშირებით საკუთარ თემში ჩაატარეს კვლევები. ამავე სკოლებში ინდივიდუალურად მოეწყო დებატები თემაზე ,,სტერეოტიპები’’.

ახალაგზრდული ფორუმი ორგანიზებულია სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH International (ცნობილი, როგორც პროექტი ჰარმონია) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. პროგრამის მიზანია გააუმჯობესოს სამოქალაქო განათლების სასკოლო პროგრამის ხარისხი და გაააქტიუროს ახალგაზრდების მონაწილეობა დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში. პროგრამა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.