პროექტი — დემოკრატიის მარცვალი

პროექტი — დემოკრატიის მარცვალი

24-30 სექტემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ამბრელამ“ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ფონდის დაფინანსებით განახორციელა ტრენინგი ქ. რუსთავში.

ტრენინგის მთავარი მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობაში ახალგაზდების ჩართულობის ხელშეწყობა და ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება გახლდათ. პროექტში მონაწილეობდნენ ახალგაზდრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებიც.

მონაწილეები პროექტის მსვლელობისას გაიცნეს ადგილობრივი დემოკრატიისა და ჩართულობის პრინციპებს არაფორმალური განათლების მეთოდის გზით.
ასევე, პროექტი ითვალისწინებდა ადგილობირივი დემოკრატიის განვითარებაზე მიმართული სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლებსაც მონაწილეები განახორციელებენ თავიანთ თემებში ჩასვლისთანამვე.


მასალა მოგვაწოდა — ორგანიზაცია ამბრელას პრეზიდენტმა — სლავა მეჟდოიანმა