საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადადის

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიის გამო, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 16 მარტიდან მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის. დროებით შეჩერებულია მოქალაქეთა მიღება ცენტრალურ და რეგიონულ ოფისებში.

დაინტერესებულ პირებს განცხადებებისა და საჩივრების გადმოგზავნა შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზიც. საჭიროებისას შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:

ცხელი ხაზი — 14 81

ელექტორნული ფოსტა: info@ombudsman.ge სამცხე–ჯავახეთის ოფისი : 591 96 88 82; 595 807 844