მოხარულები ვართ გაცობოთ, რომ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
(GSAC) ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების (NATO PDD) მხარდაჭერით
ახორციელებს პროექტს “მედეგი ეთნიკური უმცირესობები დეზინფორმაციისა და
ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ“.
პროგრამა განკუთვნილია მარნეულში, ნინოწმინდასა და გარდაბანში მცხოვრები
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მასწავლებლებისა და
ახალგაზრდებისათვის.
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთა
კრიტიკული მასის შექმნას, რომლებიც აცნობიერებენ დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული
ომის რისკებს და მისცეს მათ შესაბამისი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მათი
იდენტიფიცირებისა და განეიტრალებისთვის;
ასევე, პროექტი მიზნად ისახავს გააუმჯობესოს მათი ცოდნა რუსეთის მიერ
გამოყენებული დეზინფორმაციული კამპანიების შესახებ, რომლებიც საფრთხეს უქმნის
საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას.
პროექტის ფარგლებში ჩატარდება ოთხ დღიანი ტრენინგი, რომლის შედეგადაც,
მონაწილეები მიიღებენ თეორიულ ცოდნას დეზინფომაციისა და ჰიბრიდული ომის
შესახებ, ხოლო ლექციების დასრულების შემდეგ, ისინი შეძლებენ აღნიშნული ცოდნის
პრაქტიკულ იმპლემენტაციას ერთ დღიანი სიმულაციის ფარგლებში, რომელსაც
ინტერაქციული ხასიათი ექნება.
გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ მრგვალი მაგიდის
ფორმატის დისკუსიაში ჯისაკის ექსპერტებთან, რომელიც შეეხება ყველაზე
გავრცელებულ ანტიდასავლურ დეზინფორმაციულ კამპანიებსა და მათთან ბრძოლის
მეთოდებს.
პროგრამის მსმენელები მიიღებენ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას
შემდეგი მიმართულებებით:
● ნატოს ისტორია, მისია და ღირებულებები;
● ნატო-საქართველოს ურთიერთობები;
● დეზინფორმაციის იდენტიფიცირება და მასთან ბრძოლის მეთოდები;
● დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოში;
● ჰიბრიდული ომი;
● ჰიბრიდულ ომთან ბრძოლის მეთოდები საქართველოში;
● დეზინფორმაციის ამოცნობის ხელსაწყოები.
აღნიშნული პროგრამა ნინოწმინდაში ჩატარდება 12 ივლისიდან 16 ივლისის ჩათვლით.
ნინოწმინდაში კურსზე მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია
შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/DNnCUb9AdKR525U77
ტრენინგის ბოლოს პროექტის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.