აწყურთან მომხდარი ავარიით გარდაცვლილი პროზექტურაში გადაჰყავთ [photo]

ბორჯომი – ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურის შესასვლელში მომხდარია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მძღოლი პროზექტურაში გადაჰყავთ. გადაბრუნებული ბენზინმზიდიდან ჯერ ისევ იღვრება საწვავი.

შეგახსენებთ, დღეს, 11 მარტს, დაახლოებით 15:30 საათზე, ბორჯომი – ახალციხის გზაზე, სოფელ აწყურის შესასვლელთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ბენზინმზიდი სადისტრიბუციო ქსელის მიკროავტობუსს შეეჯახა და გადაბრუნდა. გარდაცვლილი ბენზინმზიდის მძღოლია. მანქანიდან კი საწვავი იღვრება.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, ასევე, შემთხვევის ადგილზე მუშაობს სამაშველო სამსახური.

საქარველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მე–5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
http://sknews.ge


sknews.ge