ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით განახორციელეს მცირე გრანტის პროექტი „მომავლის დარბაზი“. პროექტის მიზანი იყო სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია, სადაც ჩატარდება დებატები, დისკუსიები და ღია გაკვეთილები. პროექტის ფარგლებში და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია.
მოსწავლეებმა პროექტის დაფინანსებისთანავე სკოლის ადმინისტრაციათან შეთანხებით დაასუფთავეს, ძველი ინვენტარისაგან გაათავისუფლეს და რეაბილიტაციისათვის გაამზადეს სააქტო დარბაზი. შემდგომ შეხვდნენ მშობლებს, რომელთაგანაც მიიღეს თანამშრომლობის მზაობა, უსასყიდლოდ გამოეცვალათ დაბაზში არსებული ძველი იატაკი და დაეგოთ პროექტის ფარგლებში შეძენილი ლამინირებული იატაკი, რაც წარმატებით განხორციელდა კიდეც.
თანამშრომლობა შედგა სკოლის ადმინისტრაციასთან , რომელმაც დარბაზისათვის მოსწავლეებს გადასცა ლამინირებული კარი, სარკმელებისათვის „ ჟალუზები“ და ახალი სკამები.
ასევე მშობლების დახმარებითა და მოსწავლეების ჩართულობით ტოლერანტობის გამომხატველი ნახატითა და სამოქალაქო განათლების შემცველი ლოზუნგებით მოიხატა რეაბილიტირებული დარბაზის კედლები.
პროექტი გათვალისწინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, მოსწავლეებმა მშობლებსა და სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინეს ესეები, რომლებიც სამოქალაქო თემატიკას შეეხებოდა. საუკეთესო ესეს წარმომდგენი მოსწავლე ქნარიკ ავატისიანი სოფლის რწუნებულმა არარატ ჩივჩიანმა დაჯილდოვდა სიმბოლური პრიზით.
ა.წ 31 მაისს მოსწავლეებმა მომზადებული მინი სცენარი „ მე — დამნაშავე და საზოგადოება“, პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებაზე წარუდგინეს მოწვეულ სტუმრებს. წარმოდგენის დასრულების შემდგომ მოწვეულ სტუმრებში გაიმართა დისკუსია, თუ როგორ შეიძლება დავეხმაროთ ახალგაზრდას, დაიმკვიდროს საზოგადოებაში სრულყოფილი ადგილი და რა გარე ფაქტორები ახდენს ზეგავლენას მოქალაქის „ დამნაშავედ“ ჩამოყალიბებაში.
სკოლის დირექცია დიდ ხანია გეგმავდა სააქტო დარბაზის რეაბილიტაციას, მაგრამ სკოლის მწირი ბიუჯეტიდან გამომდინარე ამის შესაძლებლობა არ გვქონდა. მცირე გრანტის პროექტის დაფინანსება სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სკოლამ, მიღებული გრანტით და თავისი ბიუჯეტით, შესძლო პროექტის წარმატებით განხორციელება, ამიერიდან დარბაზს ჰქვია “ მომავლის დარბაზი“ — სთქვა ბეჟანოს საჯარო სკოლის დირექტორმა გარნიკ გრიგორიანმა.
დასასრულს სიტყვით გამოვიდა სოფელ ბეჯანოს დეპუტატი არარატ ჩივჩიანი , რომელმაც აღნიშნა, რომ „მსგავსი აქტივობები ნამდვილად უწყობს ხელს მოსწავლის საზოგადოებაში ინტეგრაციასა და აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას“. მან ასევე გამოთქვა მზაობა მომავალში თანამშორმობისათვის.
ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.