სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ ფარგლებში ინტეგრირებული მინი ფორუმის დასკვნითი ღონისძიება ჩატარდა

2016 წლის 9 ივნისს ქალაქ ახალქალაქში ინტეგრირებული მინი-ფორუმის დასკვნითი ღონიძიება ჩატარდა.

დასკვნით ღონისძიებას 14 პარტნიორი სკოლის ქართული და არაქართული (სომხურენოვანი) 42 მოსწავლე, პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დასკვნით ღონისძიებაზე ესწრებოდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციების,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. ღონისძიება ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორმა მარინე სუდაძემ გახსნა, რომელმაც ისაუბრა ინტეგრირებული ფორუმის მნიშვნელობაზე. ამის შემდეგ, ფორუმის მონაწილე ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს ქართულ-სომხური კულტურათა და ტრადიციების გაცნობის მიზნით, თემში ჩატარებულ ინტერვიუები, სადაც მოსახლეობა საუბრობდა შერეულ ქორწინებაზე. ენობრივი ბარიერის დაძლევის ხელშეწყობის მიზნით მონაწილეებმა წაიკითხეს საიათნოვასა და სხვა პოეტების ქართულ-სომხური ლექსები.

ტურიზმის ჯგუფის წევრებმა, რომელებიც მუშაობდნენ „რეგიონის ტურისტული პოტენციალის“ კვლევის თემაზე. წაროდგენეს პრეზენტაციები, საკუთარ თემში ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით არსებული ღორსშესანიშნაობები. ასევე საკონფერენციო თემები: „ჩვენი ტურისტული პოტენციალი“. შეიქმნა ბანერი, რომელიც დამზადდება და განთავსდება ახალქალაქში ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილ ადგილზე .
ღონისძიება გაგრძელდა ახალქალაქის სპორტ სკოლაში, სადაც „ჯანსაღი თაობა, ჯანმრთელი მომავალი!„ ჯგუფის წევრებმა მხიარული სტარტებით გამართეს. აღნიშნულ ღონისძიებაზე ჩაერთვენენ ფორუმში მონაწილე ქართული და სომხური სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრები.

„ძალიან განსხვავებული დღე იყო ჩვენთვის, ინტეგრირებული ფორუმი საშუალებაა ჩვენ თანატოლ სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს უფრო მეტად დავუახლოვდეთ და ერთობლივად დავგეგმოთ და ჩავერთოთ სამოქალაქო აქტოვობებში. “- სთქვა ახალციხის სოფელ გურკელის სამოქალაქო კლუბი „იმედი“ ლიდერმა ნინო გოგოლაძემ.

ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მარინე სუდაძემ მოტივაციის ამაღლების მიზნით, ფორუმის ფარგლებში აქტიური, წარმატებული ღონისძიებების განხორციელებისათვის მონაწილე სკოლების მოსწავლეები სერთტიფიკატებით დააჯილდოვა. საქართველოს პარლამენტის წევრმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან ,სამველ პეტროსიანმა, ახალქალქის მუნიციპალიტეტის გამგებლმა ედუარდ აღასარიანმა და სახალხო დამცველის ახალქალაქის ოფისის წარმომადგენელმა სალომე ყულჯანიშვილმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ფორუმის მონაწილეებს. მათ მოიწონეს ფორუმის ფორმატი მიზნები და ამოცანები და მომავალში აქტიური თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.

ფოტო და სტატია მოგვაწოდა პროექტის სამცხე-ჯავახრთის კოორდინატორმა მზია ინასარიძემ.