ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა პროექტის კოორდინატორმა სამცხე-ჯავახეთში მზია იანსარიძემ პროგრამა „მომავლის თაობა“ მოკლე პრეზენტრეზენტაცია მოაწყო და ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტის მიღწევებზე ისაუბრა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში პედაგოგთა ფორუმის სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორმა ნინო ნადირაძემ რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების პრეზენტაცია გააკეთა
წარმოდგენილი იყო მიმდინარე საგრანტო პროექტები. „ჩვენ წარმოვადგინეთ საკლასო პროექტის პრეზენტაცია. პროექტი თემაზე: “ჩვენ ვიცავთ კანონს“, რაც გულისხმობს, ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით გარემოსდაცვითი საკითხების წამოწევასა და ინფორმაციის მიწოდებას. მნიშვნელოვანია, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციულმა განყოფილებამ მხარდაჭერა გამოთქვა პროექტის დასრულების შემდეგაც. — სთქვა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ივ. ჯავახიშვილის სახელობის კერძო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლემ საბა ონიკაძემ. ამის შემდეგ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდრიასის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, საკლასო პროექტის „ინტეგრაცია = წარმატებას“ ფარლებში ღონისძიებების პრეზენტაცია გააკეთეს.
საუკეთესო ინიციატივა წარმოადგინა, ახალციხის მუნიციპალიტეტი კერძო სკოლა „მზექა“ , რომელმაც საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით „ენერგოეფექტიანოსბის საერთაშორისო დღეს“ შესახებ სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩაატარა ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით,.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი გომანოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამხმარე სახელმძღვანელოების პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული საკლასო ღონისძიებები წარმოადგინეს, რომელიც საკუთარ თემში განახორციელეს.
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელი ნაქალაქევის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა სამართლებრივი კულტურის ამაღლების მიზნით, წარმოადგინეს შეხვედრა სტუმართან თემაზე: „უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება“, რის შემდეგაც დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი ასპინძის სამართალდამცავ ორგანოში.
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების წარმომადგენელმა ნინო ავეტესიანმა სომხურენოვანი სკოლის მოსწავლეებს მოუწოდა ქართული ენის გაძლიერებულად სწავლისაკენ, რაგდან თვითონაც ეროვნებით სომეხია და დღეს საშუალება აქვს იმუშაოს საქართველოში საკმაოდ კარგ თანამდებობაზე, ქალბატონმა ნინომ მონაწილე სკოლებს საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა გადასცა. ახალქალაქის გამგეობის კულტურის განყოფილების წარმომადგენელმა ოლგა მელიქიძემ ისაუბრა სამოქალაქო პროგრამაში ადგილობრივ თვითმმართველობის მონაწილეობაზე.
ღონისძიების დასასრულს ორგანიზაცია Ph International -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა „მომავლის თაობა“ მცირე გრანტების კოორდინატორმა ინგა ქიბროწაშვილმა სიტყვით მიმართა მონაწილე სკოლებს, რომელთაც პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი სიახლეები გააცნო და მოწვეულ სტუმრებს პროგრამაში აქტიურად ჩართულობისათვის და მხარდაჭერისათვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ კი, მოტივაციის ამაღლების მიზნით წარმატებული ღონისძიებების განხორციელებისათვის სკოლები მადლიერების სერთტიფიკატებით დააჯილდოვა.
აღნიშნული ღონისძიება მუნიციპალურ შენოობაში „მომავლის სახლში“ გაიმართა, რომელმაც პროგრამის პარტნიორ სკოლებს შემაჯამებელი ღონისძიების ჩსატარებლად უსასყიდლოდ უმასპინძლა. მოწვეული სტუმრები: (პარტნიორი სკოლები (სულ 11 სკოლა), სკოლის დირექტორები, საგანამანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენლები, ადგილობრივი თვითმმართველობის, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მშობლები, ადგილობრივი მედია)