„ახალციხის ციხეზე“ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ქართულ ცეკვებსა და სიმღერებს ასრულებენ

ახალციხე დღეს, 18 ივნისს, 15 ქორეოგრაფიულ და ვოკალურ ანსამბლს მასპინძლობს. აჭარიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდან, ქვემო და შიდა ქართლიდან, ასევე კახეთიდან და თბილისიდან ჩამოსული ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სხვადასხვა ქართულ ცეკვებს და სიმღერებს ასრულებენ. ქართველები კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურას წარმოადგენენ. თუმცა ყველა ნომერი ფოკლორულია.

„ჯოყოლოდან და დუისიდან ჩამოვედით. ჩვენ ცეკვის ანსამბლს „სინა სიგა“ ქვია და დღეს ორი ცეკვა, თუშური და ყაზბეგური შევასრულეთ. ამ ფესტივალში მონაწილეობას პირველად ვიღებ და ძალიან მიხარია, რადგან ბევრი ბავშვი გავიცანი“, – ამბობს ლარიტა ქშანაშვილი.

მულტიეთნიკური ფესტივალი საქართველოში წელს მეცხრედ ტარდება და როგორც პროექტის ავტორი მანანა ალფაიძე ამბობს, მასში მონაწილე გუნდების რაოდენობაც შესაბამსიად იზრდება. ამიტომ შერჩევა კონკურსის წესით უხდებათ.

„დღეს აქ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები არიან. ამიტომ კონცერტიც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია“, – ამბობს მანანა ალფაიძე.

შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინსიტრის აპარატის დეპარტამენიტის უფროსი ზვიადი ზვიადაძე კი ყურადღებას ამ ფესტივალის მნიშვნელობაზე ამახვილებს: „ვცდილობთ მოვცივათ ყველა რეგიონი, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ. ეს ღონსიძიება ხელს უწყობს ამ ადამიანების დაახლოებას, ბავშვები ერთმანეთს იცნობენ, შემდეგ მათი კონტაქტები გრძელდება და ეს ყვეალფერი გვაძლევს იმას, რომ მულტიეთნიკურობას ჩვენი ქვეყნის მთავარ საფუძვლად ვაქცევთ“.

ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ — კულტურათა დიალოგი“ ორგანიზატორები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის ქვემო ქართლის რეგიონალური განყოფილება და საქართველოს გაეროს ასოციაცია.