ავარია ახალდაბასთან – გზა ცალმხრივად გადაკეტილია

ბორჯომში, ახალდაბასთან, გუდრონით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის გამო, ამ დრომდე, თბილისი – ახალციხის ცენტრალური მაგისტრალი ახალდაბის მონაკვეთში ცალმხრივად გადაკეტილია.

შემთხვევა დღეს, 26 ივლისს, დილით, დაახლოებით 09:00 – 10:00 საათის შუალედში მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატვირთო ავტომობილი გუდრონით იყო დატვირთული. იგი ბორჯომიდან ხაშურის მიმართულებით მიდიოდა. სავარაუდოდ, ავტომაქანა მოცურდა და ამოტრიალდა.

შსს–ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევამ ცენტრალურ გზაზე მოძრაობა შეაფერხა და უკვე ერთ საათზე მეტია გზაზე გადაადგილება, მხოლოდ ცალმხრივად არის შესაძლებელი.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი გაფორმდა. sknews.ge