ახალციხელი სპორტსმენის, ამირან გოგოლაძის წარმატება ინგუშეთში

ინგუშეთში ჩემპიონატი 22 ივლისს გაიმართა. ამირან გოგოლაძე 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში ინგუშ სპორტსმენს იბრაგიმ საგოვს დაუპირისპირადა და პირველივე წუთზე მტკივნეული ილეთით, მოწინააღმდეგე დაამარცხა.

როგორც ამირან გოგოლაძის მწვრთნელი მიშა მესხი აცხადებს, სპორტსმენი ინგუშეთში M-1 Selection ვერსიით ასპარეზობდა და ამ გამარჯვებით კლუბი 13 LEGION–ი , ისევ M-1–ში გააგრძელებს ასპარეზობას.

„M-1–ში ბრძოლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ დაგეგმილი არ არის შემდეგი ბრძოლა ვითან და სად იქნება, თუმცა ჩვენ ქამრისათვის ვიბრძოლებთ და მსოფლიო ასპარეზზე გავალთ“,–ამბობს კლუბის პრეზიდენტი, შერეული ორთაბრძოლების მწვრთნელი მიშა მესხი.

[sknews.ge]