გველები კვლავ დაუბრუნდნენ სკოლას. შეწამლვას შედეგები არ მოჰყვა

გველები კვლავ დაუბრუნდნენ სკოლას. შეწამლვას შედეგები არ მოჰყვა

სოფელ სამების საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებას აგრძელებს გველების შემოსევის გამო, რომლებიც შენობის შიგნით და ტერიტორიაზე ბინადრობენ.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე, რადიო NOR-მა 28 აპრილს გამოაქვეყნა.

30 აპრილს სადეზინფექციო კომპანია „სანიტარმა“ სოფელ სამების საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

იმ დროს კომპანიის ხელმძღვანელმა, გიორგი ბიბინაშვილმა, განაცხადა, რომ უნდა შეისწავლონ ქვეწარმავლების სახეობები და საშიშროების დონე. წამალი, რომელსაც ადრე იყენებდნენ, არ მოქმედებდა. “ამ ჯერად რამდენიმე წამლის მიქსი გვაქვს, რომელიც უფრო ეფექტურია და გველები დიდი ხანი არ გამოჩნდებიან. სკოლის შენობაში ნაკლები დოზით გამოვიყენეთ, რათა მოსწავლეებისთვის მავნებელი არ აღმოჩნდეს. სანამ გველები არ გაქრებიან სკოლამ ონლაინ რეჯიმში უნდა იმუშაოს. საჭიროების შემთხვევაში კი ისევ შეიწამლება.”

რადიო NOR-ის ჟურნალისტები დღეს კვლავ ესტუმრნენ სამების საჯარო სკოლას და იგივე სურათის წინაშე დადგნენ. სკოლა დახურული იყო, ირგვლივ კი უამრავი გველი.

სკოლა ახლაც დისტანციურ რეჟიმზეა გადასული.

როგორც სკოლის დირექტორმა, მზექალა მინაძემ აღნიშნა სატელეფონო საუბრის დროს, შეწამლვის მეორე ეტაპი მოხდება, რომლის შემდეგაც დააკვირდებიან შედეგს და გადაწყვეტენ ამ საკითხს.

ადგილზე მყოფებოდნენ ასევე შვეიცარიელი ტურისტები, რომლებიც საქართველოში ფრინველებისა და ცხოველების დაკვირვების მიზნით იყვნენ ჩამოსულები. გველების შესახებ მათ გაიგეს მძღოლისგან, რომელმაც ისინი ჩამოიყვანა.