ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ტყეში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ტყეში ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი იპოვეს

10 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიასთან, ტყეში სოფლის მკვიდრმა ახალგაზრდა ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვა.

ჩვენი ინფორმაციით, ახალგაზრდა სოფელ ეშტიის მკვიდრი არ არის. ის 21 წლის იყო და ახალქალაქში ცხოვრობდა.

როგორც აცხადებს ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი 9 ივნისის ღამეს ახალგაზრდა გაუჩინარდა, რის გამოც ოჯახის წევრებმა სამართალდამცავებს მიმართეს.

ადგილზე მუშაობენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.