სოფელ ჯიგრაშენში ხარი მწყემსს დაესხა თავს

სოფელ ჯიგრაშენში ხარი მწყემსს დაესხა თავს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიგრაშენში, საძოვარზე ხარი თავს დაესხა მწყემსს და დაჭრა იგი.

წყაროს ინფორმაციით, ხარის მსხვერპლი (1970 წელს დაბადებული მამაკაცი) სოფელ დიდი არაქალის მკვიდრი იყო.

სხვადასხვა მოტეხილობებით დაშავებული თბილისის საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა. ის კომაში იმყოფება.