ხალხის 192 წლის ოცნება რეალობად იქცა

ხალხის 192 წლის ოცნება რეალობად იქცა

უკვე რამდენიმე თვეა, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფ. ეშტია-თორია, ეშტია-უჩმანა მიმართულებებით დაწყებულია მოასფალტების სამუშაოები.

თორიაში მიმავალ გზაზე ასფალტის საფარის პირველი ფენის სამუშაოები მთლიანად დასრულდა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალისტმა არტიომ პეტროსიანმა გვითხრა. „როგორც იცით, სოფელ ეშტიიდან თორიაში მიმავალი გზის ნახევრად დარჩენილ ნაწილზე, რომელიც სოფლის ცენტრამდე აღწევდა, ასფალტის სამუშაოების პირველი ფენა განხორციელდა. რაც შეეხება გასულ წელს დაგებულ ასფალტს, უნდა ითქვას, რომ ის რამდენიმე ადგილას დაზიანდა, ამის შესახებ ჩვენმა ხელმძღვანელობამ იცის და სოფელში ასფალტის დაგების სამუშაოების დასრულების შემდეგ ძველი ასფალტის დანგრეული ნაწილებიც შეკეთდება. უნდა აღვნიშნო, რომ თორიელები სოფელში 1828-1930 წლებში გადმოვიდნენ და აქამდე ასეთი გზა არ გვქონია“.

შეგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნულ სოფლებში მიმავალი გზის ასფალტის პროექტი შემუშავდა, სადაც ჯამურმა თანხამ 4 000 000 ლარი შეადგინა. ტენდერში 2 275 000 ლარის ოდენობით საგზაო მშენებლობის კომპანიამ „ჯავახავტოგზამ“ გაიმარჯვა.

„სოფელ თორიას დასაწყისიდან სოფლის ცენტრამდე 1300 მ სიგრძის გზა მოასფალტდება, ასევე უჩმანამდე მიმავალი გზის 400 მ. სოფელ ეშტიის ცენტრალურ გზაზე რამდენიმე მეტრი ასფალტიც დაიიგება. ამ ყველა სამუშაოს წელს დავასრულებთ“, – ამბობს ჩვენს წინა სტატიაში კომპანია „ჯავახავტოგზას“ დირექტორის მოადგილე გიორგი ინასარიძე.

Radio NOR · 192 տարվա երազանք որը վերջապես իրականություն դարձավ