“ერთი წვეთი წყალი” ან წყლის დეფიციტი ნინოწმინდაში

“ერთი წვეთი წყალი” ან წყლის დეფიციტი ნინოწმინდაში

ნინოწმინდაში უკვე რამდენიმე წელია, რაც ზაფხულის თვეებში მოსახლეობა წყლის სიმწირის პრობლემის წინაშე დგება.

დაახლოებით ერთი კვირაა, რაც დასალევი წყლის უკმარისობის პრობლემა აქტუალური გახდა. ხდება ხოლმე ისე, რომ მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობა ერთ წვეთ წყალსაც კი ვერ იღებს.

ქალაქ ნინოწმინდის თითქმის ყველა ქუჩის მოსახლეობა იმაზე ჩივის, რომ ზაფხულში მათ სახლებში დასალევი წყალი არაა.

როგორც მოსახლეობა აღნიშნავს, ნებისმიერ ოჯახს აქვს წყლის ტუმბო და წყლის კონტეინერები, სადაც წყალი გროვდება შემდგომი გამოყენებისთვის, თუ რა თქმა უნდა 2-3 საათის განმავლობაში წყალი მოდის.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ქალაქ ნინოწმინდის წყალმომარაგეობის სამსახურს მივმართეთ, სადაც ერთ-ერთმა თანამშრომელმა, მნაც ბდოიანმა თქვა: “წყლის დეფიციტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მოსახლეობის უყურადღებობაა. ისინი, ვისთვისაც წყალი ხელმისაწვდომია, ბოროტად იყენებენ მას სარწყავად. მოსახლეობის გარდა იგივეს აკეთებენ მწყემსები, რომლებიც მთებიდან გამომავალი ცენტრალური წყლის ხაზს აზიანებენ ერთი ბოთლი წყლის ასაღებად და შედეგად დიდი რაოდენობით წყალი იკარგება. დასალევ წყალს მოსახლეობა ასევე ბოსლების გასასუფთავებლად იყენებს. აღნიშნულ პრობლემებს ემატება ასევე ის, რომ ბოლო დღეებში სოფელ ეშტიიდან გამომავალი წყლის ტუმბო დაზიანდა”.

მნაც ბდოიანის აზრით, ნინოწმინდაში წყლის პრობლემა მხოლოდ მაშინ მოგვარდება, როდესაც წყლის მრიცხველები დამონტაჟდება.

დეტალები აუდიოჩანაწერში:

Radio NOR · «Մի կաթիլ ջուրը» կամ ջրի պակասը Նինոծմինդայում