პუშკინის ქუჩაზე მდებარე საკანალიზაციო ჭა შეაკეთეს

პუშკინის ქუჩაზე მდებარე საკანალიზაციო ჭა შეაკეთეს

შეკეთებულია პუშკინის ქუჩაზე, ჭავჭავაძის ქუჩის გადასახვევთან მდებარე საკანალიზაციო ჭა. გზის ამ მონაკვეთზე ორი დღეა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება.

აღნიშნული საკანალიზაციო ჭა დიდი ხანია, რაც დაზიანებული იყო, მანქანების სიმძიმის გამო კი თანდათან იძირებოდა. ის ჩასული იყო მიწის ქვეშ 10-15 სმ-ით, რაც ხელს უშლიდა ავტომობილებსა და ქვეითებს გადაადგილებაში.

ამჟამად ეს ჭა უკვე შეკეთებულია. ნინოწმინდის წყალმომარაგეობის უფროს, არზუნ გოროიანის თქმით, ქალაქში ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ჭა ბევრია, თუმცა ამჟამად ისინი არემონტებენ მხოლოდ მათ, რომლებიც სასწრაფო აღდგენას საჭიროებს. მაგალითად აღნიშნული ჭა, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეკეთდა.

იხილეთ ასევე: