14 წლის ბავშვები ნინოწმინდიდან იდეათონის გამარჯვებულები გახდნენ

14 წლის ბავშვები ნინოწმინდიდან იდეათონის გამარჯვებულები გახდნენ

ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბში 8-15 აგვისტოს გაიმართა იდეათონი, ანუ იდეების კონკურსი სოციალური და მვანე (გარემოსდაცვითი) მეწარმეობის თემაზე. იდეათონის მიზანი იყო სოციალური და მწვანე მეწარმეობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება მეწარმეობის გზით.

რა არის სოციალური მეწარმეობა?

ეს არის ბიზნესი, მეწარმეობა, რომელიც თავისი საქმიანობით რაიმე სოციალურ ან ეკოლოგიურ პრობლემას ჭრის.

ერთი კვირის განმავლობაში იდეათონის მონაწილეები ტრენინგებს გადიოდნენ მეწარმეობის, ცირკულარული ეკონომიკის, ბიზნეს პროექტის წერისა და სხვა თემებზე. პარალელურად კი მუშაობდნენ საკუთარი ბიზნეს იდეების განვითარებაზე.

იდეათონის ძირითადი მიმართულებები იყო:

  • ნარჩენების მართვა;
  • არაფორმალური განათლება;
  • ახალგაზრდების გაძლიერება.

სულ წარმოდგენილი იყო 5 პროექტი. აქედან 3-მა გაიმარჯვა. გამარჯვებულებს 500 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები გადაეცათ, რომლის დახმარებიტაც ისინი შეძლებენ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ 14-29 წლის ახალგაზრდები.

იდეათონის გამარჯვებულები არიან:

  • 1-ლი ადგილი – ანჟელინა ღარსლიანი, რომლის იდეაც გულისხმობს პლასტიკური და ლითონის ბოთლების გადამუშავებას და მათგან სამკაულებისა და დეკორის შექმნას.
  • მე-2 ადგილი დაიკავეს სედა კაზარიანმა, ნანული სტამბოლციანმა და კარინე ამირხანიანმა, რომლებიც ქსოვილის ნარჩენების გადაამუშავებენ და ეკო-მეგობრულ ჩანთებს შეკერავენ.
  • მე-3 ადგილი დაიკავეს ანი ავაკიანმა და არმან ქოსიანმა, რომლებიც აპირებენ ფრეშების დამზადებასა და გაყიდვას.

იდეათონი ჩატარებული იყო ორგანიზაცია CENN -ის SEED პროგრამის ფარგლებში EU4Youth ფინანსური მხარდაჭერით.