როგორია კოვიდ სიტუაცია ნინოწმინდაში

როგორია კოვიდ სიტუაცია ნინოწმინდაში

ნინოწმინდაში ორი კვირის წინ კორონავირუსის სამი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ბოლო პერიოდში ტენდენცია დადებითია, შემთხვევების რაოდენობა დღითიდღე იკლებს, – ამბობს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია.

ბოლო კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის ახალი 12 338 შემთხვევაა დაფიქსრებული, 12 766 კი გამოჯანმრთელებულია. ამავე პერიოდში საქართველოს მასშტაბით გარდაცვლილია 6 ადამიანი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამჟამად ნინოწმინდაში კორონავირუსის შემთხვევები არაა დაფიქსირებული. ორი კვირის წინ დაავადებულები კი უკვე კლინიკიდან გაწერეს. რაც შეეხება კორონავირუსის წინააღმდეგ აცრას, კლინიკის მენეჯერმა წოვინარ მანველიანმა თქვა, რომ ასაცრელად უკვე დიდი ხანია, რაც აღარ მოდიან კლინიკაში