სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ს. ეფრემოვკაში სამუშაოები იწყება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ს. ეფრემოვკაში სამუშაოები იწყება

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკაში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წელს მინი-სტადიონის სამშენებლო სამუშაოების მეორე ეტაპი დაიწყება.

დღეს, 20 სექტემბერს რადიო NOR-ის ჟურნალისტი სოფელ ეფრემოვკას ესტუმრა, სადაც მოსახლეობას გაესაუბრა. მათ აღნიშნეს, რომ სტადიონთან დაკავშირებული მშენებლობა წელს არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავესაუბრეთ სასოფლო თემის წარმომადგენელ მნაცაკან ბაბაჯანიანს.

“ახლა სტადიონისთვის ღობე მზადდება, რომლის დასრულების შემდეგაც სამშენებლო სამუშაოები სტადიონთან გადაინაცვლებს. გარდა შემოღობვისა, სტადიონის ტერიტორიაზე ბეტონს ჩაასხამენ. გამოყოფილია 10 000 ლარის ოდენობის თანხა. სამუშაოები ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.” – აღნიშნა ბაბაჯანიანმა.

დეტალები ჩვენს აუდიო-ჩანაწერში.

Radio NOR · Եֆրեմովկայում «Օգնություն գյուղին» ծրագրով նախատեսված աշխատանքները կմեկնարկեն