რა ღირს კარტოფილი ნინოწმინდაში

რა ღირს კარტოფილი ნინოწმინდაში

საქართველოში კარტოფილის ფასების მკვეთრ მატებას ვაკვირდებით. EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მონაცემებით, საქართველოში კარტოფილის საბითუმო ფასი გასულ კვირასთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. სააგენტოს ცნობით, ფასი 0,8 ლარი/კგ-დან (0,28 დოლარი) 1,2 ლარამდე გაიზარდა (0,42 აშშ დოლარი).

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კარტოფილის ფასები, სხვა რეგიონებთან შედარებით კვლავ დაბალია. იგი 0.7-1 ლარი/კგ-ს შორის მერყეობს. ჯავახეთში წელს ცუდი ამინდის პირობების გამო კარტოფილის მოსავალი დაბალია. თუმცა, იქ, სადაც ყინვებმა და სეტყვამ არ მიაღწია შედარებით მაღალ მოსავლიანობას ვაკვირდებით.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის მკვიდრ, ჰამლეტ ხაჩატრიანმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ წელს მოსავალი, გასულ წელთან შედარებით 2 ჯერ ნაკლებია. “ივლისში ყინვები იყო, აგვისტოში კი ისეთი სიცხე, რომ წყლის დეფიციტი გვქონდა. სასმელი წყალიც კი არ გვქონდა. სოფელში არ იყო წყალი მოსავლის მოსარწყავად. მორწყვა, რომ ყოფილიყო შესაძლებელი უფრო მეტი მოსავალი გვექნებოდა. ახლა კი 10 მეასედი ნაკვეთიდან 500 კგ კარტოფილს ვიღებთ, მაშინ როცა შარშან ეს 1 ტონას შეადგენდა,”- ამბობს ჰამლეტ ხაჩატრიანი.

დეტალები ჩვენს აუდიო-ჩანაწერში.

Radio NOR · В Ниноцминде цена на картофель выросла на 10-15%