ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავარიის შედეგად ადამიანი დაიღუპა

ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე ავარიის შედეგად ადამიანი დაიღუპა

დღეს, 26 სექტემბერს დაახლოებით 16:10-ზე ნინოწმინდა-ახალქალაქის გზაზე, სოფელ ხოსპიოსთან ავარია მოხდა.

ერთმანეთს შეეჯახა “LADA 09” და “Opel” მარკის ავტომანქანები. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.

სხვა დაშავებულების შესახებ რადიო NOR ინფორმაციას არკვევს. ადგილზე მუშაობენ სამართალდამცავები.