სათხეს მკვიდრის სელის ველი ცხვრებმა გათელეს

სათხეს მკვიდრის სელის ველი ცხვრებმა გათელეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეს მკვიდრი მკრტიჩ ნანაიანმა რამდენიმე დღის წინ რადიო NOR-ს მიმართა. მის კუთვნილ ტერიტორიაზე უცნობებმა ცხვარი შეიყვანეს, რომლებმაც სელი გათელეს.

მრტიჩის სიტყვებით, სელი მან საკუთარ ტერიტორიაზე დათესა, რომლის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტებიც აქვს. “წელს 10 ჰა სელი დავთესე. ეს ძალიან ძვირფასი კულტურაა, 1 კილოგრამი 10 ლარი ღირს. ბევრი თანხა დავხარჯე, ამ დღეებში უნდა მომეთიბა. თუმცა მომთაბარეებმა, რომლებიც ცხვარს აქვე ახლოს აძოვებენ, ჩემს მინდორში შემოიყვანეს ფარა. ყოველ წელს ერთი და იგივე ამბავი მეორდება, თუმცა პასუხს არავინ აგებს. როგორც კი გავიგე პოლიციას მივმართე, ახლა აუდიტისა და კომისიის მოყვანასაც ვაპირებ, რომლებმაც უნდა გამოითვალონ მიყენებული ზიანი.” – ამბობს იგი.

ნანაიანი უკვე რამდენიმე წელია მუნიციპალიტეტისთვის არატრადიციული კულტურის – სელისა და ზეთის წარმოებითაა დაკავებული. როგორც მან აღნიშნა, მან მთებში ეს კულტურა სპეციალურად დათესა. “სელი მშვენიერი კულტურაა. ყინვები მას ზიანს არ აყენებს, მორწყვა არ სჭირდება, არ ფუჭდება, მთავარი სამუშაო – დათესვა და მოსავლის აღებაა. ჩვენს მიწებზე მშვენივრად იზრდება.”

მკრტიჩი ელოდება, რომ შესაბამისმა ორგანოებმა მიყენებული ზიანი გამოთვალონ და დამნაშავეებმა ზარალი აუნაზღაურონ.

Radio NOR · Льняное поле жителя села Сатха испорчена