ნინოწმინდელი მოჭიდავეები გამარჯვებით დაბრუნდნენ

ნინოწმინდელი მოჭიდავეები გამარჯვებით დაბრუნდნენ

ნინოწმინდის სასპორტო სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეები სტეფანწმიდიდან გამარჯვებით დაბრუნდნენ.

მათ მონაწილეობა მიიღეს სტეფანწმინდაში გამართულ რეგიონულ ტურნირში. შეჯიბრში ნინოწმინდელმა 13 მოჭიდავემ მიიღო მონაწილეობა.

პირველი ადგილი კარენ ალთუნიანმა დაიკავა, მესამეზე კი ლაშა ვანაძე გავიდა. ამის შესახებ რადიო NOR-ს მწვრთნელმა ზვიად მეკეიძემ უამბო: „ასეთი ტურნირები დიდ გამოცდილებას აძლევს ჩვენს სპორტსმენებს. ავღნიშნავ, რომ მოგზაურობა მთლიანად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა. ჩემპიონატში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენები მონაწილეობდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს სპორტის განვითარებას“.

დაწვრილებით ჩვენს აუდიო რეპორტაჟში.

Radio NOR · Նինոծմինդայի ազատ ոճի ըմբշամարտի մասնակիցները վերադարձան հաղթանակով