ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბში ეკო-კლუბი ამოქმედდა

ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბში ეკო-კლუბი ამოქმედდა

ნინოწმინდის ინოვაციური ცოდნის ჰაბში (ახალგაზრდულ ცენტრში) ამოქმედდა ეკო-კლუბი, რომელიც გარემოსდაცვითი პრობლემების მოსაგვარებლად იმუშავებს.

ეკო-კლუბის ლიდერია სამოქალაქო აქტივისტი გრიგორ სააკიანი. მონაწილეები კი არიან 14 წლის და უფროსი ასაკის ახალგაზრდები. „ჩვენ გვინდა გავაუმჯობესოთ ჩვენი გარემო, ჩვენი ქალაქი განხორციელებული აქტივობების შედეგად. ამ ეტაპზე, ამინდის პირობებიდან გამომდინარე, მხოლოდ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება შეგვიძლია სკოლებში და ჩვენს ცენტრში“ – ამბობს გრიგორ საჰაკიანი.

3 ნოემბერს ეკო-კლუბის წევრები ესტუმრნენ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრს ქალაქ ახალქალაქში. ცენტრის მენეჯერმა, ანჟელიკა ირიციანმა კლუბის მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის შესახებ მოუყვა. მონაწილეები გაეცნენ ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს, ფლორასა და ფაუნას.

ინოვაციური ცოდნის ჰაბის კოორდინატორმა ირინა კარსლიანმა მონაწილეებს სიმბოლური ჰუდები დაურიგა.

დაწვრილებით ეკო-კლუბისა და მის სამომავლო გეგმების შესახებ კლუბის ლიდერს, გრიგორი სააკიანს ვესაუბრეთ.

Radio NOR · В молодёжном центре Ниноцминда открылся эко-клуб