ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა

ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა

ქალაქ ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლაში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაცო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ჩაატარა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმოადგენელმა თეონა ზურაბაშვილმა და სტაჟიორმა შაღიკ არზუმანიანმა. ცენტრის წარმომადგნლები შეხვდნენ უფროსკლასელებს, რომლებსაც გაესაუბრეს საქართველოსა და ნატო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, ვიზალიბერალიზაციასა და სასწავლო გაცვლით პროგრამებზე ევროპაში (ერასმუს+). შაღიკ არზუმანიანის სიტყვებით, მოსწავლეებმა მეტი უნდა იცოდნენ ევროკავშირის შესახებ.

კითხვაზე, უნდათ, თუ არა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, ყველა მოსწავლემ ერთხმად არმოთქვა: “კი”. მათი აზრით, თუ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი მას უფრო მეტი შესაძლებლობები ექნება განვითარებისთვის.

ამგვარი საინფორმაციო შეხვედრები სამცხე-ჯავახეთის სხვა სკოლებშიც იგეგმება.

დაწვრილებით ვენს აუდიო-მასალაში.

Radio NOR · Информационная встреча про НАТО и ЕС в школе №2