რატომაა საჭირო ხანდაზმულების აცრა Covid-19-ის წინააღმდეგ?

რატომაა საჭირო ხანდაზმულების აცრა Covid-19-ის წინააღმდეგ?

Covid-19 პანდემიამ დღეის მდგომარეობით საქართველოში 17 000-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქედან უმეტესობას წარმოადგენდა ხანდაზმულებისა და ქრონიკული ავადმყოფების ჯგუფები.

იმუნიზაციამ ბევრი ადამიანი დაიცვა გართულებებისა და სიკვდილისგან. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ვაქციანაცია დაიწყო 2021 წლის 9 ივლისიდან. 2021 წელს ნინოწმინდაში 3 591 ადამიანი აიცრა, 2022 წლის სექტემბრამდე კი 1 641 ადამიანი (აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში 2022 წლის მონაცემებით 18 000-მდე ადამიანი ცხოვრობს). აცრილთა რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 30%-ს შეადგენს.

ნინოწმინდაში იყო გავრცელებული დეზინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ხანდაზმულების, ორსულებისა და ქრონიკული ავადმყოფების აცრა არ შეიძლება, რადგან ამან შეიძლება გართულებები გამოიწვიოს. თუმცა 2 წლის განმავლობაში მიღებულმა გამოცდილებამ, გვაჩვენა, რომ ვაქცინაცია არ იწვევს რაიმე გართულებებს, პირიქით, იცავს და აღადგენს კორონავირუსის შემდეგ დარჩენილ სიმპტომებს და გართულებებს.

როგორც ექიმი-ინფექციონისტი თინათინ აბზიანიძე ამბობს, 70+ ასაკის ადამიანები, ქრონიკული ავადმყოფები და ორსულები , კოვიდით დაავადების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. “ვაქცინაცია პირველ რიგში ამ ჯგუფების ადამიანებს უნდა ჩაუტარდეს. ვაქცინაცია არ ნიშნავს, რომ ადამიანს კოვიდი არ დაემართება, ის უბრალოდ ამსუბუქებს ავადმყოფობას და ამცირებს სიკვდილიანობის შანსს.” – ამბობს იგი.

ჩვენ ასევე გამოვკითხეთ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხანდაზმულების დიდი ნაწილი დღეს აცრილია, რადგან, როგორც ისინი ამბობენ, ყველამ უნდა იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, მიუხედავად იმისა, თუ რა ასაკის არის.

უფრო დაწვრილებით მოუსმინეთ ჩვენს აუდიო რეპორტაჟში.

Radio NOR · რატომაა საჭირო ხანდაზმულების აცრა Covid-19-ის წინააღმდეგ?