„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ახალქალაქში კონფერენცია გამართა

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ ახალქალაქში კონფერენცია გამართა

დღეს, 25 ნოემბერს, ახალქალაქის საკრებულოს შენობაში, დეპუტატების სმბატ კიურეღიანისა და სამველ მანუკიანის ინიციატივით, მუნიციპალიტეტებში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ კონფერენცია გაიმართა.

თებერვალში მმართველმა პარტიამ შექმნა ქალთა ორგანიზაცია, რომლის მიზანიც არის პარტიულ პოლიტიკურ პროცესებში ქალთა როლისა და ჩართულობის მაქსიმალური გააქტიურება.

კონფერენციაზე განიხილეს რეგიონში ქალთა შესაძლებლობები, პრობლემები, რომლებსაც ისინი აწყდებიან საქმიანობის პროცესში. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს შესაძლებლობები, საგრანტო კონკურსები დამსწრეებისთვის, ისაუბრეს ახალ პროექტებზე, ასევე ნინოწმინდასა და ახალქალაქში პროექტებით მიღწეულ შედეგებზე.

პრეზენტაციების შემდეგ მეწარმე ქალები წარადგინეს, ისაუბრეს მათ მიღწევებზე და გადასცეს სიმბოლური საჩუქრები.

კონფერენციას ნინოწმინდისა და ახალქალაქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები და მეწარმე ქალები ესწრებოდნენ.