ქალაქ ნინოწმინდის No1 სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ნინოწმინდის No1 სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა

ქალაქ ნინოწმინდის #1 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოები დასრულდა.

სკოლა 2020 წლის 15 ოქტომბრიდან რემონტდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ სკოლის ახალ შენობაში ბზარები იყო დაფიქსირებული და ცვივოდა ბათქაში, რის გამოც 2022 წლის აგვისტოში სკოლის გარე კედლები ახლად გარემონტდა.

აღსანიშნავია, რომ სარემონტო სამუშაოების დასრულებიდან 365 დღეში კომპანია ვალდებულია შეასწოროს გამოვლენლი დეფექტები.

ნინოწმინდის ახლად აშენებული No1 სკოლა კვლავ რემონტდება

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარების ფონდმა გამოყო 3 093 938 ლარი. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია “ამხანაგობა არფი გრუპმა” და სამუშაოების შესრულება 2 780 000 ლარით შესთავაზა. სამუშაოებს ამხანაგობის წევრი კომპანია შპს “რებილდი” ახორციელებდა.

ამხანაგობა “არპი ჯგუფისა”და შპს “რებილდის” შესახებ

შპს “რებილდი” დაარსდა 2013 წლის აგვისტოში. ეწევა სამშენებლო სამუშაოებს სასწავლო დაწესებულებებში.

კომპანიის დირექტორი ვლადიმერ გაგუა ასევე არის ამხანაგობა “არპი ჯგუფის” თავმჯდომარე.

დაარსების დღიდან ახორციელებს ობიექტების სამშენებლო და მოსაპირკეთებელ სამუშაოებს. შპს “რებილდ”-ის სამუშაოების ჯამური მოცულობა შეადგენს 13 753 512,04 ლარს. „არპი ჯგუფის“ სამუშაოების ჯამური მოცულობა 10 482 126,49 ლარს შეადგენს.

არპი ჯგუფი თანამშრომლობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდთან და ახორციელებს სკოლების განახლების სამუშაოებს.