ნინოწმინდის მერია ადგილობრივი სტუდენტების დასაფინანსებლად თანხას გამოყოფს

ნინოწმინდის მერია ადგილობრივი სტუდენტების დასაფინანსებლად თანხას გამოყოფს

13 სექტემბერს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებმა, პროექტის “ერთობლივი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესებისთვის” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი, მერიაში განაცხადი შეიტანეს, ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტიპენდიის დამტკიცების ინიციატივით 2023 წლის ბიუჯეტში. მუნიციპალიტეტის მერიამ ინიციატივა რამდენიმე კვირა განიხილა, რის შემდეგაც იგი დაამტკიცა. 2023 წელს საქართველოს უნივერსიტეტებში მოსწავლე 15 სტუდენტი სტიპენდიას მიიღებს.

რადიო NOR თვალყურს ადევნებდა პროცესს და გამოავლინა ის ეტაპები, რომლებიც პროექტმა გაიარა.

  1. სტუდენტებმა დაწერეს განცხადება და დააფიქსირეს ხელმოწერებით, რის შემდეგაც მერიამ დაიწყო მისი განხილვა;
  2. მერიამ აპლიკანტი სტუდენტების აკადემიური მოსწრების დოკუმენტი მოითხოვა;
  3. მერიაში პროექტის განხილვა დაიწყო;
  4. ადგილობრივი სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემის ინიციატივა მერიამ დაამტკიცა.

მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ლევონ ვარდანიანმა გვითხრა, რომ სტიპენდიების გაცემისთვის შეარჩიეს 11 სტუდენტი, თუმცა არის კიდევ 4 ადგილი, ამიტომ მსურველებს შეუძლიათ მერიას მიმართონ აკადემიური მოსწრების (იგივე ნიშნების ფურცლის) დოკუმენტის შეტანით. ყოველწლიურად ნინოწმინდაში 15 სტუდენტი მიიღებს სტიპენდიას 500 ლარის ოდენობით.

ვის შეუძლია ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიის სტიპენდიის აღება?

  • ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სტუდენტს;
  • საქართველოს უნივერსიტეტებში მოსწავლე სტუდენტს;
  • სტუდენტს, რომლის საშუალო ქულა არის „A“ კატეგორიაში (91-100 ქულა);
  • აპლიკანტს, რომელიც აკადემიური მოსწრების შესახებ დოკუმენტს წარუდგენს მუნიციპალიტეტის მერიას.

ერთ-ერთი მათგანი, ვინც განაცხადი შეიტანა, იყო ნინოწმინდელი ეკატერინე კაპლანიანი. ამბობს, რომ ახლა ძალიან რთულია სტუდენტობა. დედაქალაქში ბინის გაქირავების ფასი გაორმაგდა. როდესაც ერთი-ორი წლის წინ თითოეული სტუდენტი 120-180 ლარს იხდიდა, ახლა ყოველი მათგანი იხდის მინიმუმ 200 ლარს, კომუნალური გადასახადების გარეშე. გარდა ამისა, ბევრი სტუდენტი იხდის სწავლის საფასურს – წელიწადში 2250 ლარს. „ეს არ არის მცირე თანხები. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ინიციატივა მიიღეს. ვფიქრობ, ეს გარდა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისა, სტუდენტებს მისცემს სტიმულს, ისწავლონ კარგად და არ დატოვონ ქვეყანა“ – ამბობს ეკატერინე.

გოგონას თქმით, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია ახალგაზრდების სამოქალაქო ცხოვრებაში ჩართვისთვის. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდების ხმა გაიგონ და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ახალგაზრდობასთან დაკავშირებული საკითხები იყოს გათვალისწინებული”, – ამბობს ის.

დეტალები ჩვენს აუდიო რეპორტაჟში.

Radio NOR · Мэрия Ниноцминды приняла инициативу студентов