დეზინფორმაციის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები – შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

დეზინფორმაციის გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები – შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან

დღეს, 16 დეკემბერს, ნინოწმინდაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის დეზინფორმაციის შესახებ დისკუსია გაიმართა. დისკუსიის მთავარი მიზანი იყო დეზინფორმაციის გამოწვევების გამოვლენა და მათი გადაჭრის გზების მონახვა. დისკუსია გამართა სამოქალაქო ორგანიზაციამ “ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის”.

მონაწილეები იყვნენ ადგილობრვი არასამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები, აქტიური ახალგაზრდები და პედაგოგები, რომლებსაც ჰქონიათ გამოცდილება დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებით. მათ ისაუბრეს რეგიონის გამოწვევებზე, გავრცელებულ ყალბ ამბებსა და მათი გამოჩენის მიზეზებზე.

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ დეზინფორმაციის გავრცელების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ადამიანებს ერთმანეთთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ. ერთ-ერთი მონაწილეს აზრით თუ კი ხელისუფლება, ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები, თვითონ გაეცნობიან სიტუაციას რეგიონებში და არა გარკვეული კვლევებისა და სხვა შუამავლების მეშვეობით, დეზინფორმაციის გავრცელების შემთხვევება მეტად შემცირდება.

“გავრცელებულია სხვადასხვა სახის კვლევების შედეგები და აზრები, რომლის მიხედვითაც სამცხე-ჯავახეთი ერთ-ერთი ის რეგიონია, სადაც დეზინფორმაციის გავრცელება დიდ პრობლემას წარმოადგენს. ბევრი ამას ქართული ენის არცოდნას უკავშირებს, იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსული გავლენის ქვეშაა მოქცეული. სწორედ ამიტომ გვინდა ამ საკითხების განხილვა, რათა დავადგინოთ ეს მართლა ასეა თუ არა.” – ამბობს ტიგრან თარზიანი, პროექტის მენეჯერი.

უფრო დეტალურად პროექტისა და დისკუსიის შესახებ ტიგრანმა ჩვენს ინტერვიუში ისაუბრა.

Radio NOR · დეზინფორმაციის გამოწვევები და მისი გადაჭრის გზები – შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან