რა უჯდებათ ბუნებრივი აირი სოფლებში, სადაც ის არ აქვთ?

რა უჯდებათ ბუნებრივი აირი სოფლებში, სადაც ის არ აქვთ?

200-ზე მეტი დასახლებული პუქნტიდან არც ერთი წერტილი, 40 ათასი ოჯახიდან არც ერთი სული,  135 მილიონ ლარზე მეტი თანხიდან არც ერთი თეთრი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირებითვის – ასე დაასრულებსს საქართველო 2022-24 წლების სოფლების გაზიფიციფების გეგმას. ზღვის დონიდან 1980 – 2000 მეტრის სიმაღლეზე მდებარე  უმეტესად ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული 8 სოფელი მომდევნო არჩევნებსაც კვლავ ბუნებრივი აირის დაპირებითა და მასზე ოცნებით შეხვდება.

756 ოჯახი  – სოფელ ჟდანოვიდან, გორელოვკადან, ორლოვკსა და სამებიდან, ეფრემოვკიდან, ვლადიმიროვკიდან, ფარავნისა და ახალი ხულგუმოდან,  წლებია გაზიფიცირებას ელოდება. თითოეული ოჯახი  გასათბობად და საჭმლის მოსამზადებლად ყოველთვიურად საშუალოდ 300 ლარს ხარჯავს.

სოფელი ჟდანოვი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სომხეთის საზღვართან მიმავალ გზაზე, მადატაფის ტბასთან ახლოს მდებარეობს. სოფელში 95-მდე ოჯახი ცხოვრობს.

როგორც ამ სოფლის მოსახლეობა ამბობს, 8 წელზე მეტია, რაც გაზიფიცირებას ელოდებიან. დაპირებები არის, მაგრამ არც ერი მათგანი არაა შესრულებული. ზამთარი კი სულ უფრო და უფრო ძვირად უჯდებათ.

სამველ არაქელიანი, სოფელ ჟდანოვის მკვიდრი ამბობს, რომ ზამთრისთვის წივის გამზადება ტანჯვაა. “გვინდა, რომ ჩვენს სოფელშიც იყოს ბუნებრივი აირი. ამის არარსებობის გამო მთელი ზამთარი ღუმელით გვიწევს გათბობა, საკვების მომზადება, ყველის გაკეთება და პურის გამოცხობაც. გვინდა კომფორტულად ვიცხოვროთ, კარგ პირობებში. გაზიფიცირება არა მხოლოდ სოციალურ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ზამთარში ზემოთაღნიშნულ სოფლებში მცხოვრები ხალხი სახლებს ათბობენ შეშით, ქვანახშირით ან წივით. შეშა და ქვანახშირი წელს გაძვირდა. მოსახლეობის სიტყვებით, 1 კუბური მეტრი შეშა წელს 500-650 ლარამდე ღირს. წელს კი მხოლოდ „ტყიბულის“ ქვანახშირს ყიდულობენ, რომელიც შედარებით იაფია, მაგრამ სოფლის მოსახლეობის ფინანსები მაინც არ იძლევა ამ ტიპის საწვავის ყიდვის საშუალებას. 100 კგ „ტყიბულის“ ქვანახშირი 50 ლარი ღირს.

ამ სოფლებში მცხოვრები ხალხი ჩივის იმაზე, რომ ზამთარი მათ უფრო ძვირი უჯდებათ ვიდრე იმ სოფლების მოსახლეობას, სადაც უკვე დიდი ხანია, რაც არის გაზგაყვანილობა.

მეორე მკვიდრი აღნიშნავს, რომ ზამთარი აქ ძალიან მკაცრია. “ექვსი თვე ღუმელებით ვათბობთ სახლს. ყოველთვის გვპირდებიან, რომ მოაგვარებენ პრობლემას, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ოჯახში 6 ადამიანი ცხოვრობს. აქედან 3 არასრულწლოვანია. ყოველთვის ყურადღებით უნდა იყო, რომ ცეცხლი ღუმელში არ ჩაქრეს.”

ნინოზმინდაში სულ 31 სოფელია, ყველა ამ სოფელში ბუნებრივი აირის არმქონე  8 სოფელთან ერთად  მოსახლეობა მეცხოველეობითა და მიწათმოქმედებას ეწევა.

მოსახლეობა სოფელ ფარავანშიც ჩივის გაზიფიცირების საკითხზე. სოფლის ერთ-ერი მკვიდრის სიტყვებით, “გაზი აადვილებს ცხოვრებას იმით, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შემდეგ სახლში დაბრუნებული ღუმელის გათბობას არ შეუდგები. მითუმეტეს ზამთარში, როცა ქარბუქში ღუმელის გასათბობად წივა სახლში შეგაქვს, შემდეგ კი ნაცარი გამოგაქვს ქუჩაში. გაზის არსებობის შემთხვევაში კი ჩართავთ გამათბობელს, მოამზადებ საჭმელს და გააკეთებ ყველს. ახლა კი ყველის მოსამზადებლად თვეში ორი ბალონი ბუნებრივი აირია საჭირო.

სოფლებში ბუნებრივი აირის არარსებობის გამო, ზაფხულში მოსახლეობა აქტიურად იწყებს ზამთრის პერიოდისთვის საწვავის მომზადებას. ყველა ეზოში, სახლსა და ღობეზე წივის გროვა ჩანს.

მერის, ანივარდ მოსოიანის თქმით, სანამ მთავრობა არ გადაწყვეტს, არც ერთი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირება არ იქნება შესაძლებელი. “ამიტომ, უნდა მივმართოთ მთავრობას, რომ ნებართვის აღების შემდეგ უკვე შევძლოთ შესაბამისი სამუშაოების შესრულება. ზუსტად არ ვიცი, რომელ წელს მოხდება ამ სოფლების გაზიფიცირება, მაგრამ ეს ჩვენს გეგმებშია გათვალისწინებული. იმედი მაქვს, რომ მე და ჩვენი გუნდი ამ პრობლემის მოგვარებას შევძლებთ.”

საქართველოს მთავრობის პროექტის გაზიფიცირების გეგმის მიხედვით 2022-2024 წლებში სოფლების გაზიფიცირებისთვის გათვალისწინებული 135 272 350 ლარი იყო. ამ თანხის გამოყენებით საქართველოს 224 დასახლებულ პუნქტში 39 698 ოჯახს ბუნებრივ აირთან წვდომა ექნება. თუმცა სამწლიანი გაზიფიცირების გეგმაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის არც ერთი სოფელი არ არის შეტანილი.

აღნიშნული პროექტით საქართველოს 11-ვე რეგიონის სოფლებში გაიყვანენ ბუნებრივ აირს. სამცხე-ჯავახეთში გაზიფიცირებული იქნება ახალციხის-ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები.

იმის გასარკვევად, თუ რა გეგმებისა და სამუშაოების შესრულებას აპირებს გაზგამანაწილებელი კომპანია 2023 წელს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მივმართეთ SJGC-ის დირექტორს ვრეჟ ბერიკიანს.

ბერიკიანის თქმით, ამ დროისთვის დამტკიცებული პროექტები არ აქვთ. არის ერთი პროექტი, და უნდათ, რომ გაზარდონ გაზის მოცულობა ნინოწმინდაში. “ამისათვის მივმართეთ მერიას დამატებითი ხაზის მშენებლობის ნებართვის მისაღებად. სოფელ ეშტიიდან სათხე-ნინოწმინდის მიმართულებით დამატებითი ხაზი გაივლება, ეს დამატებითი მოცულობა კიდევ უფრო დაეხმარება, თუ რაიმე პროექტი იქნება, რომ სხვა სოფლებშიც გავატაროთ გაზიფიცირება. ამ სამუშაოების შესრულებას 2023 წელს ვგეგმავთ.

მოსახლეობა გაზიფიცირების პრობლემას ყოველწლიურად აყენებს ადგილობრივი ხელისუფლების წი8ნაშე, თუმცა ეს პრობლემა დღემდე არ მოგვარებულა. როდის მოგვარდება სოფლების გაზიფიცირების პრობლემა, ამას დრო გვიჩვენებს, ჩვენ ვაკვირდებით საკითხს და გაცნობებთ განვითარებული მოვლენების შესახებ.

ბუნებრივი აირი by Radio NOR on Scribd

“წინამდებარე სტატია შექიმნა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები წარმოადგენს ავტორის პოზიციას და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობის შეხედულებებს.”