ნინოწმინდელი სტუდენტები მუნიციპალურ სტიპენდიებს მიიღებენ – ახალგაზრდების ინიციატივა დაკმაყოფილებულია

ნინოწმინდელი სტუდენტები მუნიციპალურ სტიპენდიებს მიიღებენ – ახალგაზრდების ინიციატივა დაკმაყოფილებულია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა წარჩინებული სტუდენტებისთვის სტიპენდიები დააწესა. ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხა უკვე გათვალისწინებულია. მომავალი წლიდან მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები,მუნიციპალიტეტის სტიპენდიას მიიღებენ.

ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის პროექტის ფარგლებში ნინოწმინდაში ჩატარებულმა ახალგაზრდების ფოკუს ჯგუფის კვლევამ გამოავლინა, რომ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად სტიპენდიების საკითხი აწუხებდათ.

სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრთან ერთად დაიწყეს ადვოკატირების კამპანია ნინოწმინდის 2023 წლის ბიუჯეტში სტუიპენდიების პროგრამის ასახვის მიზნით.

დაიწყეს კომუნიკაცია ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სატელევიზიო დისკუსიის ფორმატში რამდენჯერმე შეხვდნენ და ესაუბრნენ ნინოწმინდის მერს.

ახალგაზრდების აქტიურობის და თვითმმართველობასთან თანამშრომლობის შედეგად გადაწყვეტილება მიღებულია, მერიამ სტუდენტების ინიციატივა დააკმაყოფილა.

დისკუსია მომზადდა “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის“ SJMC-ს მიერ, პროექტის – ,,თანამონაწილეობითი ბიუჯეტირება მოქალაქეთა ინტერესების დაცვისათვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI-ის მიერ.