განმეორებითი ტექინსპექტირების გავლა ფასიანი გახდა – მოსახლეობა უკმაყოფილოა

განმეორებითი ტექინსპექტირების გავლა ფასიანი გახდა – მოსახლეობა უკმაყოფილოა

1-ლი თებერვლიდან განმეორებითი ტექდათვალიერება ფასიანი გახდა, რამაც მოსახლეობაში უკმაყოფილება გამოიწვია.

წესების გამკაცრების მიზეზად სამინისტრო ასახელებს პირველი შემოწმების დროს მანქანების სტანდარტებთან ხშირ შეუსაბამობა, რათა მეორე უფასო შემოწმებისას ყველა ხარვეზი გამოსწორდეს.

„ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა, როდესაც ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი პირველად ინსპექტირებაზე წარდგება, რაც ართულებს შემოწმების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების რესურსების ხარჯვას და ართულებს ავტომობილების მდგომარეობის სრულ წარმოდგენას. “- აღნიშნავს სამინისტრო.

ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობა ახლად შემოღებული კანონით უკმაყოფილოა, რადგან, მათი აზრით სახელმწიფოს მოთხოვნები და ადგილზე გზებთან არსებული სიტუაცია არ შეესაბამება ერთმანეთს. “როგორც ქალაქის, ასევე სოფლის გზებზე ძალიან ცუდი სიტუაციაა. თუნდაც გავიაროთ ტექინსპექტირება, ორ თვეში სატრანსპორტო საშუალება შესაკეთებელი გვექნება.” – ამბობს ქალაქის ერთ-ერთი მკვიდრი.

მოსახლეობის ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ ავტომობილებისთვის, რომლებსაც მინდვრებში გასვლისთვის იყენებენ, ტექდათვალიერების გავლა არ უნდა იყოს აუცილებელი. “ყველაფერს ამოწმებენ, ჩვენი მანქანები ამ სტანდარტებს არ შეესაბამება, მაგრამ სხვა საშუალებაც არ გვაქვს”.

ამასთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით ჩვენ ქალაქ ნინოწმინდის მოსახლეობას ვესაუბრეთ.

Radio NOR · განმეორებითი ტექინსპექტირების გავლა ფასიანი გახდა – მოსახლეობა უკმაყოფილოა
განახლებული წესით, განმეორებითი ტექინსპექტირების ფასები სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებისთვის

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის იანვრიდან, ეტაპობრივად იგეგმება ტექინსპექტირების ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილებების ამოქმედება.

ცვლილება მოიცავს სამ ძირითად კომპონენტს:

1) გამონაბოლქვის დასაშვები კოეფიციენტი შემცირებას

იმ ბენზინის ძრავით აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებებისათვის,  რომლებმაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიარეს პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის 1 აპრილამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,55% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.55%; 

ცვლილებები  არ ეხება დიზელზე მომუშავე ავტომობილებს  და არც 2020 წლის  1 აპრილის შემდეგ რეგისტრირებულ ბენზინის ძრავით აღჭურვილ სატრანსპორტო საშუალებებს, რადგან 2020 წლის 1 აპრილიდან ქვეყანაში შემოსული ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა კატალიზატორის ქონა (დასაშვებია უნივერსალური კატალიზატორიც, თუ მუშაობს გამართულად და თავის ფუნქციას ასრულებს), მანქანები მოწმდებიან გამონაბოლქვზე 0.5 -0.3 (მაღალ ბრუნზე და დაბალ ბრუნზე). ეს ავტომობილები ასევე მოწმდება ლამბდა კოეფიციენტზეც. 

2) ცვლილება მეორადი ინსპექტირების საფასურში

მთავრობის #562 დადგენილების მიხედვით, ავტომობილის განმეორებითი ტექინსპექტირებისთვის მფლობელს დამატებითი საფასურის გადახდა მოუწევს. შეგახსენებთ რომ,  ამ დრომდე 30 კალენდარული დღის ვადაში განმეორებითი ინსპექტირება უფასო იყო.

3) ხმაურის დონის შემოწმება

საქართველოს მთავრობის დადგენილება (#569) ხმაურის შემოწმებასთან დაკავშირებით 1 იანვრიდან ამოქმედდება და შეეხება ყველა ავტოტრანსპორტს. ავტომობილის ხმაურზე შემოწმების გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანო.