სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ეშტიის სასოფლო თემის ულევი პრობლემები

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა და ეშტიის სასოფლო თემის ულევი პრობლემები

პირველ თებერვალს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ეშტიის სასოფლო თემში მოსახლეობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, სადაც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობამ აირჩია პრიორიტეტული საკითხები, რომლების გადაჭრაც მათ უნდათ.

თორია

სოფელ თორიაში 2020 წელს ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, სპორტდარბაზის საძირკველი ჩაიყარა, 2022 წელს კი მისი მშენებლობა გაგრძელდა, რისთვისაც 16 000 ლარი იყო გამოყოფილი.

სოფელ თორიის ერთ-ერთმა მოსახლემ, რუბენ მალხასიანის თქმით, სოფელში არის ნახევრად აშენებული სპორტული დარბაზი. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ 16 000 ლარი, რომელიც წელს იქნება გამოყოფილი, დაიხარჯოს ამ დარბაზის მშენებლობის გასაგრძელებლად. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 000 ლარი უნდა იყოს გამოყოფილი მის დასასრულებლად.

აღსანიშნავია, რომ სპორტდარბაზის საკითხის გარდა, თორიის მოსახლეობა საუბრობდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა წყალი, მიწების, საძოვრების საკითხი და სხვ. ეს პრობლემები მერიის თანამშრომლებმა ჩაინიშნეს, რათა მომავალში დაუბრუნდნენ მათ.

უჩმანა

სოფელ უჩმანაში ჯერ კიდევ 2021 წელს სპორტდარბაზის საძირკველი ჩაიყარა, 2022 წელს კი მშენებლობის მე-2 ეტაპი დასრულდა. ამისათვის 12 000 ლარი იყო გამოყოფილი.

რადიო NOR-ის ჟურნალისტთან საუბარში, სოფ. უჩმანაში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, თქვა: “ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ სოფლისთვის გამოყოფილი 12 000 ლარი, სპორტდარბაზის მშენებლობის დასასრულებლად დაიხარჯოს. თუმცა არის სხვა პრობლემებიც: წყალსაცავის აშენება, სოფლის გზების მდგომარეობა და სხვ.”

დეტალები აუდიო რეპორტაჟში

Radio NOR · «Օգնություն գյուղին» ծրագիր

ეშტია

სოფელ ეშტიისთვის პროგრამით 20 000 ლარია გამოყოფილი, რომელიც დამატებული იქნება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას და მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფელში ღამის განათება მოეწყობა. სოფლის მოსახლეობა სხვა საკითხებზეც საუბრობდნენ. მაგალითად წყლის პრობლემაზე, შიდასასოფლო გზებზე, მინი-სტადიონზე და სხვ.

ყაურმა

სოფელ ყაურმაში მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით საბავშვო მოედანი მოეწყობა. რისთვისაც 12 000 ლარი დაიხარჯება. მოსახლეობის აზრით გარდა ამისა საჭიროა სადრენაჟო არხებისა და მინდვრებში გასაყვანი გზის მოწყობა.

ამაზე უფრო დაწვრილებით ეშტიის სასოფლო თემის წარმომადგენელს, ეგორ ქოთოიანს ვესაუბრეთ.

Radio NOR · «Օգնություն գյուղին» ծրագիր