სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ქალაქ ნინოწმინდასა და მიმდებარე სოფლებში ქალებთან შეხვედრებს ატარებს, მათი გაძლიერებისა და სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით.
გასულ კვირას, პროექტის „თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა საჭიროებაზე დაფუძნებული ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში, რომელიც NDI-ს USAID-ს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება, ცენტრის წარმომადგენლები შეხვდნენ სოფელ კათნატუსა და დიდ ხანჩალში მცხოვრებ ქალებს.
აქ შექმნილია სამოქალაქო ჩართულობის ჯგუფი, რომლის წევრებთან შეხვედრის დროსაც სოფლებში არსებული გამოწვევების გამოვლენა და მათი პრიორიტეტიზაცია მოხდა, რაზეც ქალებმა ჯგუფებში იმუშავეს და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
სამოქალაქო ჩართულობის ჯგუფის წევრები, თემში მცხოვრები სხვა ქალების გამოკითხვას და სოფლებში პრიორიტეტული გამოწვევების გამოვლენას გააგრძელებენ.
როგორც ლეილა ესოიანმა, მედია ცენტრის ნინოწმინდის წარმომადგენელმა გვითხრა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის არჩევისა და მისი განხილვის შემდეგ ადვოკატირების პროცესი დაიწყება. “ვიმედოვნებთ, რომ ერთ-ერთი პრობლემის გადაჭრას მაინც შევეცდებით, როგორც ეს მოხდა სტუდენტებისთვის სტიპენდიების გაცემის საკითხი”, – ამბობს ლეილა.
უფრო დეტალურად ამის შესახებ თვითონ ლეილა ესოიანი საუბრობს ჩვენს აუდიო მასალაში.
პარალელურად ტარდებოდა შეხვედრები მემკვიდრეობის განაწილების საკითხებზე სასაუბროდ, როგორც ადგილობრივებთან, ასევე ნინოწმინდის მერიის ქალთა ოთახის წარმომადგენლებსა და საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან.
ამ შეხვედრაზე განიხილებოდა მემკვიდრეობის გოგოსა თუ ბიჭისთვის გადაცემის საკითხი. როგორც ლილით კარაპეტიანი, მედია ცენტრის წარმომადგენელი ნინოწმინდაში, ჰყვება შეხვედრებს ატარებდა უფლებადამცველი ნატი გელოვანი, რომელიც უხსნიდა დამსწრეებს თუ როგორ ნაწილდება ქონება შვილებს შორის, კანონის თანახმად, ვინ არიან მემკვიდრეები, როგორია არსებული პრაქტიკა და ვის უნდა მიმართონ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.
შეხვედრები ჩატარდა პროექტის „მე-მკვიდრე“ ფარგლებში, რომელსაც „სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი“ – SJMC ახორციელებს. ინიციატივა მიმდინარეობს „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის” ხელშეწყობით, პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით .
დეტალები აუდიომასალაში.