ნორმატიული აქტები

2001 წლიდან ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მაუწყებლობს ადგილობრივი (რეგიონული) ტელევიზია “ფარვანა” (მაუწყებლობის ავტორიზაცია BR-1163, 27.05.2014)[5], რომელიც სომხურ ენაზე მაუწყებლობს.

2012 წლიდან BBC[6]-ს მხარდაჭერით ადგილობრივ მოვლენებს აშუქებს მუნიციპალური ინტერნეტ-პორტალი NOR.ge (ააიპ “რადიო-ტვ ნორ”, ს/კ: 236689883), ხოლო 2015 წლის იანვრიდან ორგანიზაცია (ლიცენზია B171, 08/01/2015)[1] მაუწყებლობს სამ ენაზე (ქართული, რუსული, სომხური) რადიო-სიხშირეზე 100,1 FM. რადიო-მაუწყებლობის პროექტი, სამაუწყებლო ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები შექმნილია საქართველოში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის ლაბორატორიების ბაზაზე[7]. სათემო მაუწყებელი “რადიო NOR-ი” თანამშრომლობს ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოსთან”, “რადიო თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერი, რომლებიც აბონენტებს ინტერნეტს ოპტიკური ქსელის და უკაბელო ინტერნეტის მეშვეობით აწვდიან სერვისებს. 2016 წლის ზაფხულში ნინოწმინდის ტერიტორიაზე აშენდა ქალაქის ცენტრალური ანძა. მისი მეშვეობით გახდა შესაძლებელი რადიო და სატელევიზიო სიგნალის, უკაბელო (WiFi) ინტერნეტის და სხვა სერვისების მიწოდება ქალაქის და ახლომდებარე სოფლების (დიდი და პატარა ხანჩალი, ეშტია, ნორაშენი) ტერიტორიებზე.

ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ თვითრეგულირების აქტი

საქართველოს კანონი მაუწყებლობის შესახებ

შესაბამისობის დეკლარაცია, 2019

სათემო რადიო “ნორის” თვითრეგულირების მექანიზმი

რადიო “ნორის” დაფინანსების გეგმა და დაფინანსების წყარო

თანამშრომლობის მემორანდუმი „რადიო თავისუფლებასა“ და ააიპ „რადიო ნორს“ შორის

წერილი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიას ლიცენზიის მირების თაობაზე. 26 დეკემბერი, 2013 წელი

გადაცემების ბადე

Contact information


Ниноцми́нда — город (с 1983) на юге Грузии, центр Ниноцминдского муниципалитета в Джавахетии (Самцхе-Джавахетия).

Ниноцминдское общинное радио Нор находится по адресу Тависуплеба 7.кв.43.