ვინ მიიღო ფინანსური დახმარება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის გამო

ვინ მიიღო ფინანსური დახმარება სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის გამო

მთავარი ფოტო არქივიდან. 2022 წელს წვიმის წყალმა დიდ არაქალში სახლები დატბორა.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 2022 წელს რიგი სტიქიური უბედურება მოხდა. ძლიერმა ქარმა, წყალდიდობებმა და ხანძრებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მოსახლეობას.

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან 2022 წელს 85 940 ლარი იყო გახარჯული სტიქიისგან დაზარალებულთა დასახმარებლად და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში სამშენებლო სამუშაოების დასაფინანსებლად.

კომპენსაციის ოდენობა სპეციალური კომისიის მიერ იყო დადგენილი.

მერიის მონაცემების მიხედვით, იმ პერიოდში დიდი არაქალის სტიქიით დაზარალებულმა 33 მკვიდრმა ფინანსური დახმარება მიიღო.

თუმცა სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხა მხოლოდ ამაზე არ დახარჯულა. ამ თანხით ნინოწმინდაში შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

  • ქალაქ ნინოწმინდაში ხიდის რემონტი;
  • სოფელ საღამოში მონასტრის ვერანდის აღდგენა;
  • სოფელ ჯიგრაშენში წყლის სისტემის აღდგენა;
  • სოფელ ეშტიაში სოფლის კლუბის რემონტი;
  • სოფელ საღამოში სადროშე ბოძის შეცვლა.

2022 წელს მერიის მხრიდან დახმარება მიიღო სოფელ ფოკის მოსახლეობამაც, მტაცებლების მიერ მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. 2021 წლის 15 ნოემბერს სოფელში ცხვრის ფარას მგლები დაესხნენ თავს. მათ 120 სული ცხვარი მოსპეს. 15 ადამიანმა, ვინც ზარალი განიცადა 10 000 ლარის ფინანსური დახმარება მიიღო.

2023 წლის მდგომარეობით, სარეზერვო ფონდიდნ ჯერ-ჯერობით არაა დახარჯული დამატებითი თანხები სტიქიური უბედურებების შედეგებზე.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შემთხვევაში ფერმერებს საშუალება აქვთ დააზღვიონ მოსავალი და მიიღონ კომპენსაცია კერძო კომპანიისგან სტიქიური უბედურების დროს.

როგორც სვეტლანა სანოსიანმა, დიდი არაქალის მკვიდრმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, 2022 წელს მას არანაირი დახმარება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ წყალდიდობის შედეგად მისი საკუთრებაც დაზიანდა. “მოვიდნენ, ფოტოები გადაიღეს და წავიდნენ”, – ამბობს ის. სტიქიისგან დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს 2018 წელსაც 1500 ლარით. სანიაღვრე არხების არარსებობის გამო სახლები და ეზოები იტბორება ყოველი ძლიერი წვიმის შემდეგ. ეს პრობლემა ყოველწლიურად მეორდება.

წყალდიდობის გამო გასულ წელს ხალხი არ დაშავებულა, თუმცა სახლები, ბოსლები, საწყობები, ბოსტნები და ეზოები დაიტბორა. დაზიანდა საკუთრება და საკვები პროდუქტებიც.

ნინოწმინდის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლის, შირაკ გალოიანის თქმით, დიდ არაქალში მოსახლეობას იმდენად დიდი ზარალი არ განუცდია. ზარალის ანაზღაურება მხოლოდ მაშინ ხდება, თუ სტიქიის გამო ინგრევა სახლი “— ან რაიმე სხვა სახის ზიანია მიყენებული. დიდ არაქალში სამ ოჯახს ფინანსური დახმარება გაუწიეს. კომისია პირველ რიგში აფასებს ზარალს, შემდეგ კი გადაწყვეტილებას იღებს”, – ასკვნის ის.

2022 წლის წყალდიდობის შედეგებზე თვითონ დიდი არაქალის მცხოვრებლებმა ისაუბრეს.

Radio NOR · Последствие обильных дождей