ნინოწმინდელი ჰამაიაკ გრიგორიანი რამდენიმე წელია მასობრივად აწარმოებს სხვადასხვა სახეობის ჩირს. თავდაპირველად, ჰამაიაკის პროდუქცია ნინოწმინდის ბაზრობაზე იყიდებოდა, შემდეგ, მოთხოვნის ზრდასთან ერთად, მიწოდებაც გაიზარდა და გრიგორიანებმა ასორტიმენტის გაფართოება გადაწყვიტეს. დღეს მათი წარმოება ექვს ტონას აჭარბებს.
ჰამაიაკი ამბობს, რომ მის პროდუქციაზე უკვე დიდი მოთხოვნაა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების ბაზრებზე, თუმცა საშრობის, ფართისა თუ სხვა პრობლემების გამო, ჩირის უცხოეთში გატანა ჯერჯერობით ვერ შეძლო.
წარმოების გასაუმჯობესებლად საჭირო ტექნიკა რომ შეეძინა, ახალგაზრდა მეწარმემ, რამდენჯერმე საგრანტო კონკურსში მონაწილეობაც მიიღო, თუმცა ვერ გაიმარჯვა. ამის მიუხედავად, ჰამაიაკს მუშაობა არ შეუწყვეტია. იმედი აქვს, რომ უახლოეს მომავალში მიზანს მაინც მიაღწევს და საქართველოს გარდა, სხვა ქვეყნებშიც გაიტანს ნინოწმინდის ჩირს.
ჩირის წარმოებისა და ევროკავშირის ბაზარზე შესვლის სარგებლობის შესახებ აუდიოჩანაწერში.