ნინოწმინდელმა გრიგორ საჰაკიანმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილ 12 რეკომენდაციაზე საუბრისას თქვა: — “საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა კარგ პირობებში ცხოვრება, უმრავლესობა კი ამ კარგ პირობებს ევროკავშირში ხედავს. ჩვენ ჯერ არ ვართ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, მაგრამ ბევრი შესაძლებლობა გვაქვს სამუშაოს ან განათლების მიღების მხრივ”.
გრიგორი მიესალმება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და აღნიშნავს იმას, რომ ნინოწმინდის მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული 12 რეკომენდაციის შესახებ.
ევროკავშირმა 12 ზოგადი რეკომენდაცია მისცა საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის ევროკავშირთან ურთიერთობის კონტექსტში. ეს რეკომენდაციები მიზნად ისახავს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
12 რეკომენდაციიდან ძირითადია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და მმართველობის გაძლიერება; დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის გაზრდა, მედიის თავისუფლების ხელშეწყობა და ადამიანის უფლებების დაცვა.
ამ დრომდე საქართველომ 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამი შეასრულა. დანარჩენების განხორციელების კუთხით კი, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არ არის დაინტერესებული ამ რეკომენდაციების განხორციელებით, ამიტომ ხალხი უნდა გაერთიანდეს და მთავრობას აიძულოს მოქმედება.
პოლიტოლოგი აღნიშნავს, რომ გაცემული რეკომენდაციები არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს განვითარებისთვის, ევროპას კი ეს ყველაფერი უკვე აქვს.
დეტალები აუდიო პროგრამაში