“გვაინტერესებს მიწების რეგისტრაციის წესები, ხალხს ქართული არ ესმის, რომ რეესტრში ნახოს”, – ამ განცხადებით ნინოწმინდის მკვიდრმა რადიო NOR-ს მომართა.
იუსტიციის სახლის ოფიციალურ გვერდზე ამის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია ქართულ, ინგლისურ, რუსულ და აფხაზურ ენებზე, საჯარო რეესტრის ვებ-გვერდზე კი მხოლოდ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ხოლო ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენებზე, კერძოდ სომხურ და აზერბაიჯანულზე, გვერდზე არანაირი ინფორმაცია არ არის განთავსებული.
ჯავახეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არ იცის სახელმწიფო (ქართული) ენა. ასეთი სიტუაციაა საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სხვა რეგიონებშიც. უფროსი თაობა ამ რეგიონებში ფაქტობრივად არ ფლობს ქართულ ენას, რაც მათ პრობლემებს უქმნის საჭირო საბუთების მიღების, კანონმდებლობის შესახებ ინფორმაციის მიღებისა და დასაქმების საკითხებში. საჯარო სტრუქტურების ვებ-გვერდების დიდ ნაწილზე ინფორმაცია მათ მშობლიურ ენებზე არ არის.
ნინოწმინდის ერთ-ერთი მკვიდრი რადიო NOR-თან საუბრისას ამბობს: “საქართველოში ვცხოვრობთ და ქართული არ ვიცით. ეს ძალიან ცუდია. ინგლისურს, რუსულს და სხვა უცხო ენებს რატომ ვსწავლობთ? ქართული ენა ყოველ დღე გვჭირდება, სამსახურებში, საბუთების წარმოება ქართულ ენაზეა. იძულებულნი ვართ თარჯიმანი ავიყვანოთ ან საბუთები ცალკე გადავთარგმნოთ”.
დეტალურად აუდიო მასალაში.
2022 წლიდან საქართველოში დაწყებულია მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომლის ფარგლებშიც მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:
- მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
- უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
- გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; ს
- ანოტარო მედიაცია;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
- ფაქტების კონსტატაცია;
- მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;
- მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.
საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, თუ ადამიანი აღარ არის საქართველოს მოქალაქე, მაგრამ საკუთარ სახელზე ადრე ჰქონია გაფორმებული მიწის ნაკვეთი, მას აქვს სრული უფლება ამ მიწით სარგებლობისა. თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არქივში მოიძებნება შესაბამისი დოკუმენტი.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გრაფიკის მიხედვით 2022 წლის ნოემბრიდან დაიწყო აზომვითი სამუშაოები სოფელ ჯიგრაშენში, 2023 წლის თებერვალში სათხეში, ამავე წლის აგვისტოში დაიწყება დიდ გონდრიოში, ხოლო სექტემბერში ტამბოვკაში, ფოკაში, ეშტიაში, ნინოწმინდაში, განძაში, დიდ ხანჩალსა და გორელოვკაში დაიწყება.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, გეგმა-გრაფიკის მიხედვით და არის უფასო.
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს პირს, რომელსაც ამ მიწის ნაკვეთზე გააჩნია საკუთრების უფლების ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი.
რაც შეეხება მიწების რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტს, აქ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ან უკვე რეგისტრირებულ მონაცემში ცვლილების რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის, პირადი განცხადების და თავად სააგენტოს მიერ მოპოვებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე.
საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა:
მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა:
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მიმართეთ იუსტიციის სახლს, საზოგადოებრივ ცენტრს ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს და თან იქონიეთ შემდეგი დოკუმენტები:
სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების დამდგენი დოკუმენტაციის წარმოდგენის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან მარეგისტრირებელი ორგანო თავად ახდენს სარეგისტრაციოდ საჭირო დოკუმენტაციის მოძიებას.
თუმცა სარეგისტრაციო წარმოების დასრულების დაჩქარების მიზნით დაინტერესებულ პირს თავად შეუძლია წარმოადგინოს უფლების დამდგენი დოკუმენტები.
კანონი მოქმედებს 2025 წლის 1 იანვრამდე.