დღეიდან დაიწყო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას.
სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, რომ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ჰქონდეს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში იქნება რეგისტრირებული.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მესაკუთრესა და თანამესაკუთრეს, ვისაც გააჩნია არანაკლებ 0,25ჰა და არაუმეტეს 1,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა სათიბ-საძოვრებისა.
ფერმერები 1 ჰეკტარისთვის მიიღებენ 300 ლარს (ქულების სახით), ხოლო მათ, ვისაც გააჩნია მიწა 0,25ჰა-1,25 ჰა-მდე, პროპორციული გადაანგარიშებით გამოვლინდება მათი კუთვნილი ქულების რაოდენობა.
ქულების გასააქტიურებლად პირმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს, გახსნას ანგარიში და დაარეგისტრიროს აგრო-ბიზნეს ბარათი და გაააქტიუროს ქულები. რის შემდეგაც ის შეძლებს ბარათის გამოყენებას და დანიშნული ქულებით აგრო პროდუქტების ყიდვას.
აგრო ბარათების გამოყენების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 30 ნოემბრამდე.
300 լարի վաուչեր. Որտեղից և ինչպես կարող եք այն ձեռք բերել