ნინოწმინდაში დაიწყო ფერმერებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაცემის პროგრამა

ნინოწმინდაში დაიწყო ფერმერებისთვის სახელმწიფო სუბსიდიების გაცემის პროგრამა

დღეიდან დაიწყო სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ღირებულების სუბსიდირებას.

სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, რომ იურიდიულ ან ფიზიკურ პირს ჰქონდეს საკუთრებაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც საჯარო რეესტრში იქნება რეგისტრირებული.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მესაკუთრესა და თანამესაკუთრეს, ვისაც გააჩნია არანაკლებ 0,25ჰა და არაუმეტეს 1,25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა სათიბ-საძოვრებისა.

ფერმერები 1 ჰეკტარისთვის მიიღებენ 300 ლარს (ქულების სახით), ხოლო მათ, ვისაც გააჩნია მიწა 0,25ჰა-1,25 ჰა-მდე, პროპორციული გადაანგარიშებით გამოვლინდება მათი კუთვნილი ქულების რაოდენობა.

ქულების გასააქტიურებლად პირმა უნდა მიმართოს ლიბერთი ბანკს, გახსნას ანგარიში და დაარეგისტრიროს აგრო-ბიზნეს ბარათი და გაააქტიუროს ქულები. რის შემდეგაც ის შეძლებს ბარათის გამოყენებას და დანიშნული  ქულებით აგრო პროდუქტების ყიდვას.

აგრო ბარათების გამოყენების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 30 ნოემბრამდე.

300 լարի վաուչեր. Որտեղից և ինչպես կարող եք այն ձեռք բերել