სად მიდის ჩვენი ფული? 7 საუკეთესო საიტი ნინოწმინდის ბიუჯეტის მონიტორინგისთვის

სად მიდის ჩვენი ფული? 7 საუკეთესო საიტი ნინოწმინდის ბიუჯეტის მონიტორინგისთვის

წარმოგიდგენთ 7 ვებ-გვერდს, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ ინფორმაცია მუნიციპალური ხარჯების შესახებ.

1.სახელმწიფო შესყიდვები

procurement.gov.ge – გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების, გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებისა და კონკურსების შესახებ. ასევე ინფორმაციას შავ და თეთრ სიებში მოხვედრილ კომპანიებზე.

2. დაგეგმილი ტენდერები

tenders.procurement.gov.ge – ამ საიტზე შესაძლებელია ამა თუ იმ დაწესებულებების მიერ დაგეგმილ შესყიდვებზე ინფორმაციის ნახვა. ასევე ზემოთ აღნიშნულ გვერდზე შესვლისას ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ ტენდერებთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (ხელშეკრულებები, სქემები, ხარჯთაღრიცხვა, დეტალები დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე).

3. ტენდერებზე თვალის დევნა

tendermonitor.ge – მოცემულ ვებ-გვერდზე შესაძლებელია ყველა იმ ხარჯების მონიტორინგი, რომლებიც სახელმწიფო დაწესებულების მიერ არის გაწეული სახელმწიფო შესყიდვების მეშვეობით. ყველა შემსყიდველსა და მიმწოდებელს გააჩნია პროფილი ამ გვერდზე, სადაც შეძლებისდაგვარად არის განთავსებული ყველა სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც კონკრეტულ კომპანიასთანაა კავშირში, ასევე სხვა დეტალები ამ შესყიდვებსა და კომპანიებზე სრულად არის მოცემული.

გარდა ამისა, Tender Monitor ავტომატურად ავლენს ისეთ ტენდერებს, რომლებსაც მომატებული კორუფციის რისკი გააჩნიათ და მათ აღნიშნავს წითელი დროშით. მაგალითად, თუ ჩვენ გვინდა კომპანია “X”-ის შესახებ ინფორმაციის პოვნა, საიტზე შესვლისას თავისუფალ გრაფებში არსებული ინფორმაცია უნდა ჩავწეროთ (დასახხელება, საიდენტიფიკაციო კოდი, მესაკუთრე და ა.შ.).

4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

napr.gov.ge – საჯარო რეესტრის ერობნული სააგენტოს ვებ-გვერდი. აქ მომხმარებელს შეუძლია ნახოს განცხადებები და ამონაწერები, სარეგისტრაციო განაცხადები, რეგისტრაციის ვადები, პირები, ორგანიზაციები, უძრავი ქონების მისამართები. აქ ასევე არის ციფრული რუკები, რომლებიც უძრავი ქონების ძიებას ამსუბუქებს.

5. თანამდებობის პირების ანგარიშვალდებულება

declaration.gov.ge – გვერდი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ სახელმწიფო მოხელეების მიერ შევსებული დეკლარაციები. საქართველოს კანონმდებლობა საჯარო პირებს ავალდებულებს ყოველწლიურად წარადგინონ საკუთრების დეკლარაცია, რომელიც შესაბამისად იტვირთება ამ საიტზე. დეკლარაციები შეიძლება მოიძებნოს საჯარო მოხელის სახელის, ბრენდის ან კონკრეტული პირის საკუთრებაში არსებული ნივთის მოძიებით.

6. უძრავი ქონება, ბიზნესი, ტექნიკა – რა იყიდება აუქციონზე

eauction.ge –  აქ შეგიძლიათ იპოვოთ უძრავი ქონება და სხვა ნივთები, რომლებიც გატანილია აუქციონზე. საიტზე განთავსებულია არა მხოლოდ უძრავი ქონება, არამედ ტექნიკა, საწარმოო დანადგარები და ა.შ.

7. ვინ ვინ არის სახელმწიფო მმართველობაში?

companyinfo.ge – საიტი, სადაც არის სრული ინფორმაცია კომპანიებისა და მათი მფლობელების შესახებ და როგორ არის კომპანია სხვა კომპანიასთან ან ადამიანებთან დაკავშირებული.

Բյուջեի բաց քննարկում՝ բնակիչների համար