ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა დაიწყეს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში კარტოფილის თესვა დაიწყეს

უკვე რამდენიმე დღეა, რაც ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მოსახლეობამ კარტოფილის თესვა დაიწყო.

მოსახლეობის ნაწილი ტექნიკით, მეორე ნაწილი კი ხელით თესავს.

სოფელ ყაურმის ერთ-ერთი მკვიდრი ჩვენთან ერთად საუბრისას თქვა: “ახლა საწვავის ფასმა ძალიან აიწია. ჩვენ ტექნიკა გვაქვს დასათესად და ამიტომ იმდენად არ გვიჭირს, მაგრამ ვისაც არ აქვს, რა უნდა გქნას? ასევე გაძვირებულია სასუქიც, შარშან ერთი ტომარა 42-45 ლარი ღირდა, ახლა კი 72-75 ლარი გახდა. 1 ჰა მიწის გამარგვლისთვის 1.50 ლარს ვიხდით, დათესვა კი 2.50 ლარი. მესამე სახეობის სათესლე კარტოფილი შევიძინეთ 80 თეთრად. არის ასევე 1-ლი და მე-2 სახეობის კარტოფილი, რომლებიც 1.20-1.50 ლარამდე ღირს. გაძვირების გამო წინა წლებთან შედარებით წელს ცოტას ვთესავთ.”

დეტალები აუდიჩანაწერში

Radio NOR · Նինոծմինդայի մունիցիպալիտետում մեկնարկել է կարտոֆիլի ցանքը

აღსანიშნავია, რომ 2021 წლის დასაწყისში, 4 მაისის მდგომარეობით ვისოლის ბენზინგასამართ სადგურზე 1 ლიტრი პრემიუმ ბენზინი ღირს 2.92 ლარი, ჩვეულებრივი კი 2.57 ლარი. დიზელის საწვავის ფასი 2.42 ლარია, ევრო დიზელი კი 2.88 ლარი. 2022 წლის 14 აპრილის მონაცემებით, ამავე სადგურშივ 1 ლიტრი პრემიუმ ბენზინის ფასი 4 ლარს აღწევდა, რეგულარის – 3.65 ლარს, დიზელის საწვავის – 3.92, ევრო დიზელის კი – 4.48 ლარი.

საგაზაფხულო სამუშაოების დაწყების წინ აზოტის ფასი გაორმაგდა. საქართველოში წარმოებული 45 ლარიანი აზოტის ფასი 75 ლარამდეა ასული.საზღვარგარეთიდან შემოსული აზოტი კი შარშან ღირდა 80 ლარი, ახლა კი 150 ლარამდე.

ფერმერები 1 ჰა მიწისთვის იყენებენ დაახლოებით 10 ტომარა სასუქს, საიდანაც 20-25 ტონა მოსავლის აღებას ელიან.