ქალაქ ნინოწმინდის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მე-2 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
მოსწავლეებმა მუზეუმს ძველი ექსპონატები გადასცეს, მერიის კულტურისა და ძეგლთა სამსახურმა კი მათ სუვენირები აჩუქა.
როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აღმზრდელობითი სამუშაოები მიმდინარეობს არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ მთელი ხალხისთვის, რადგან აქ ინახება როგორც ჩვენი წინაპრების, ასევე ეროვნული ექსპონატები.
ღონისძიებას მე-2 სკოლის მასწავლებელი, ბიბლიოთეკის თანამშრომლები და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ძეგლთა განათლების სამმართველოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო მე-2 კლასის კლასის მასწავლებელი სონია შაგინიანი.
აღსანიშნავია, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ოთხი მუზეუმი არსებობს, რომლებიც ჩვენი ხალხის კულტურული სიმდიდრისა და ცხოვრების ნაწილია.
რაც შეეხება მხარეთმცოდნეობის მუზეუმს, ის ნინოწმინდის კულტურის სახლის შენობის მესამე სართულზე მდებარეობს. მუზეუმის შექმნაში თავისი წვლილი მიუძღვის ნინოწმინდის რაიონის მოსახლეობას. მას ადრე ეწოდებოდა “სამხედრო დიდების” მუზეუმი და გაიხსნა 1970 წელს. თითოეულმა მკვდრმა დადო ფული, შეიძინა ექსპონატები და ააშენა შენობა. ამის შემდეგ, 2014 წელს, დაარქვეს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი და მიენიჭა იურიდიული პირის სტატუსი. მუზეუმს აქვს სამი განყოფილება. პირველ ნაწილში მეორე მსოფლიო ომის ექსპონატებია. მეორე განყოფილებაში ჩვენი თანამემამულე, სომეხ მხატვართა კავშირის წევრის ვარდ კარსლიანის ნახატები. ხოლო მესამე განყოფილება ეთნოგრაფიულია. მუზეუმი საჭიროებს რემონტსა და განახლებას.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 253 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალია. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში სამუზეუმო დაწესებულებების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. მუზეუმების უმეტესობა თბილისში ფუნქციონირებს.
შეგახსენებთ, რომ ყოველწლიურად 18 მაისს მუზეუმის მუშაკები მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ საკუთარ პროფესიულ დღესასწაულს – მუზეუმების საერთაშორისო დღეს. ის კალენდარში გამოჩნდა 1977 წელს, როდესაც მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მორიგ სხდომაზე ICOM (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო, ICOM) მიიღეს გადაწყვეილება ამ კულტურული დღესასწაულის დაარსების შესახებ. 1978 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო დღე მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.