2022 წლის დასაწყისში საწვავის ფასების მკვეთრ ზრდას ვაკვირდებოდით, რაც ექსპერტების აზრით იყო გამოწვეული იყო ერთი მხრივ, ომის ფონზე მსოფლიოს მასშტაბით ნავთობის ფასის ზრდა, მეორე მხრივ კი, შავ ზღვაში ომის გამო საზღვაო გადაზიდვების გაძვირება.
ბოლო მონაცემებით საერთაშორისო ბაზარზე Brent ტიპის ნავთობის ფასია 109.34 დოლარი ერთ ბარელზე, ხოლო Light Sweet ტიპის ნავთობი 104.69 დოლარი ბარელზე.
ნინოწმინდაში საავტომობილო საწვავს ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ფასები აქვთ:
ამას წინათ პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონკურენციის სააგენტო საწვავის ფასების კუთხით ბაზარზე არსებულ ვითარებას დააკვირდება და ანგარიშს ეკონომიკურ საბჭოს 15 მაისამდე წარუდგენს. გუშინ კი სააგენტოს თავმჯდომარემ მონიტორინგის შედეგებზე პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.
როგორც ირაკლი ლექვინაძემ განმარტა, ბევრ კომპანიას მიმდინარე წლის აპრილში შეეძლო მომხმარებლისთვის საწვავი დაბალი ფასით მიეწოდებინა, თუმცა ეს არ გააკეთეს.
“აპრილის დასაწყისიდან და მარტის ბოლოდან საქართველოში შემოდინება იმპორტის სახით გაიაფებულმა საწვავმა დაიწყო. ეს ასახეს მცირე ბრენდულმა ქსელებმა და საწვავის ფასი დაახლოებით 3.24 – 3.30 ლარის ფარგლებში იყო, (რეგულარის მაგალითი რომ მოვიყვანოთ), მაშინ როდესაც მსხვილ ქსელებში აღნიშნული პროდუქტი 60-70 თეთრით უფრო ძვირად იყიდებოდა.” – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
ფორმულა, რომლითაც სახელმწიფოსთვის მისაწოდებელი ნავთობპროდუქტების ფასი გამოითვლება, ითვალისწინებს იმ ძირითად ცვლადებს, რომლებსაც ფასზე აქვთ გავლენა. ესენია ლარის გაცვლითი კურსი, Platts-ის მარკის საწვავის საერთაშორისო ფასი, აქციზის გადასახადი, დღგ და სხვა.
კომპონენტების მიხედვით, საქართველოში საწვავის ფასი ასე ნაწილდება:
დიზელის საწვავის შემთხვევაში ის შემდეგნაირად ნაწილდება
როგორ ნაწილდება საწვავის ფასი მისი შემადგენელი კომპონენტების მიხდვით და რა ცვლილებებია მის ღირებულებასთან დაკავშირებით?https://t.co/VM92gmGJRh#ნინოწმინდა #Նինոծմինդա #Ninotsminda #Ниноцминда #DieselPrice pic.twitter.com/LlH43sJvVZ
— RadioNOR (@RadioNOR1) May 19, 2022